ოლაფ შოლცი - გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას ფინანსურად და გააგრძელებს იარაღის მიწოდებას

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ოლაფ შოლცი - გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას ფინანსურად და გააგრძელებს იარაღის მიწოდებას
ამბებიწყარო: 1tv.ge

ოლაფ შოლცი - გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას ფინანსურად და გააგრძელებს იარაღის მიწოდებას

20 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/opelRvW4R.jpeg

ოლაფ შოლცი – გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას ფინანსურად და გააგრძელებს იარაღის მიწოდებას. აღნიშნულის შესახებ, გერმანიის კანცლერმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ ერთხელ მკაფიოდ აცხადებს, რომ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო და იმპერიალისტურ ოკუპაციას“.

„ეს სამიტი აჩვენებს, რომ დღეს უკრაინის პარტნიორები არიან უფრო ერთიანნი, ვიდრე ოდესმე. გერმანია მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და იქნება იქამდე, ვიდრე ჩვენი მხარდაჭერა დასჭირდება. ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ უპრეცენდენტო სანქციების მხარდაჭერას. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ფინანსურად, გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას. ჩვენ ავამოქმედეთ ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სარაკეტო სისტემებს, ტონობით საბრძოლო მასალას, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს და ჯავშანტექნიკას. ჩვენი ჰოსპიტლები განაგრძობენ დაჭრილი უკრაინელების მკურნალობას, ჩვენი საზღვრები, სკოლები და შრომის ბაზარი რჩება ღია მათთვის, ვინც გამოექცა რუსეთის ტერორს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მცდელობებს, ძალით მოახდინოს უკრაინის ტერიტორიების ინტეგრირება“, – განაცხადა შოლცმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო