ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა
![erimedia_ravk/xGEFrk7SR.jpeg](https://cdn.u.media/max/w728/erimedia_ravk/xGEFrk7SR.jpeg)
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.
გერმანიის კანცლერს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი დახვდა, რომელიც მიესალმა მის "ამ მნიშვნელოვან ვიზიტს, რომელიც ადასტურებს, რომ გერმანია ისრაელის სახელმწიფოს გვერდით დგას და მხარს უჭერს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში".
მანამდე, იორდანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ისრაელისადმი სოლიდარობის გამოხატვა. შოლცი ასევე ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფის მოწოდებით გამოვიდა.
"„ჰამასის“ დამნაშავეების მხრიდან სასტიკი ძალადობის ამ საშინელ მოვლენებში, მნიშვნელოვანია გამიჯნვა. პალესტინელები არ არიან „ჰამასი“ და „ჰამასს“ არ აქვს უფლება, მათ ნაცვლად ისაუბროს. ღაზის პალესტინელი მოსახლეობა ასევე „ჰამასის“ მსხვერპლია“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.