erimedia_ravk/0lemIgiIg.jpeg

ოლეგ ნიკოლენკო - უკრაინა G20-ის საბოლოო დეკლარაციის ტექსტით იმედგაცრუებულია

ამბები
ოლეგ ნიკოლენკო - უკრაინა G20-ის საბოლოო დეკლარაციის ტექსტით იმედგაცრუებულია
ამბები

ოლეგ ნიკოლენკო - უკრაინა G20-ის საბოლოო დეკლარაციის ტექსტით იმედგაცრუებულია

erimedia_ravk/0lemIgiIg.jpeg
9 სექ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ G20-ის ქვეყნების საბოლოო ერთობლივ დეკლარაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ Facebook გვერდზე დაწერა.

მან იმედგაცრუება გამოხატა დოკუმენტის იმ ნაწილით, რომელიც ეხება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული მხარის მონაწილეობა "დიდი ოცეულის" ქვეყნებს საშუალებას მისცემდა სიტუაცია უკეთ გაეგოთ.

"პრინციპი "არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე" ისეთი საკვანძოა, როგორც არასდროს", - ხაზგასმით აღნიშნა ნიკოლენკომ.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ტექსტის ძირითადი ელემენტები, რათა ის უფრო ახლოს იყოს რეალობასთან.

მისი თქმით, დეკლარაციაში ნაცვლად სიტყვებისა "ომი უკრაინაში" აღნიშნული უნდა ყოფილიყო, რომ ომს რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, ასევე ხაზი გაუსვა, რომ კონკრეტულად რუსეთმა და არა "ყველა ქვეყანამ" უნდა შეიკავოს თავი ძალის გამოყენებისგან სხვა ქვეყნის ტერიტორიების დასაპყრობად.

ნიკოლენკომ ასევე აღნიშნა, რომ სამიტის მონაწილეებს მკაცრად უნდა დაეგმოთ რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთისთვის დაუყოვნებლივ ომის დასრულებისკენ მოეწოდებინათ.

„დიდი ოცეულის“ სამიტმა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი შეათანხმა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, რომელიც „დიდი ოცეულის“ ქვეყნების სამიტს მასპინძლობს, განაცხადა, რომ „ოცეულის ჯგუფი“ უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით კომპრომისულ ფორმულირებებზე შეთანხმდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო