ოლექსი რეზნიკოვი - გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება
17 აგვისტო, 2022

შეერთებული შტატებისა და პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მოწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
„გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ თუ დღეს ვსაუბრობთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე, სადაც მტერი იმყოფება, ჩვენ არ გვაქვს ასეთი შეზღუდვები“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, რუსეთის საბრძოლო მასალების საცავსა და რუსულ ავიაბაზაზე აფეთქებები მოხდა. მომხდარზე უკრაინას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.
