ომის ფონზე ქვანახშირზე მოთხოვნა წელს ისტორიულ მაქსიმუმს დაუბრუნდება - IEA

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
ომის ფონზე ქვანახშირზე მოთხოვნა წელს ისტორიულ მაქსიმუმს დაუბრუნდება - IEA
ამბებიწყარო: www.bpn.ge

ომის ფონზე ქვანახშირზე მოთხოვნა წელს ისტორიულ მაქსიმუმს დაუბრუნდება - IEA

17 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/AYUPl8mVR.jpeg

მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკის შენელებისა და ჩინეთში ლოკდაუნისა, რუსეთის მიერ მიწოდების შემცირების შემდეგ ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა ქვანახშირის მოხმარებას მკვეთრად ზრდის.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ახალი ანგარიშის თანახმად, მიმდინარე ეკონომიკური და საბაზრო ტენდენციების გათვალისწინებით, 2022 წელს ქვანახშირის მოხმარება 0.7%-ით, 8 მილიარდ ტონამდე გაიზრდება. ბოლოს ქვანახშირზე ამგვარი მოთხოვნა 2013 წელს იყო, როდესაც მოთხოვნის დონემ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

2021 წელს ქვანახშირზე მომუშავე გენერატორებით რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია გამომუშავდა. მოსალოდნელია, რომ 2022 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და რეკორდს მოხსნის ნედლეულის წარმოების დონეც.

ქვანახშირზე მოთხოვნის ამგვარ ზრდას, პირველ რიგში, ბუნებრივი აირის გაძვირება და ენერგოდეფიციტი განაპირობებს. ბევრი ქვეყანა ახლა უფრო ძვირი გაზიდან ქვანახშირზე ერთვება და ბუნებრივი აირის შეფერხებული მიწოდებით გამოწვეული დეფიციტის შევსებას ამ გზითაც ცდილობს.

კიდევ ერთი ფაქტორი ინდოეთში ეკონომიკურ ზრდასა და ქვანახშირის მწარმოებლების მიერ წარმოების სათანადოდ ვერ გაზრდას უკავშირდება. ეკონომიკის ზრდასთან ერთად ინდოეთში ქვანახშირზე მოთხოვნა მაღალია, რადგან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მეტი ელექტროენერგიის მოხმარებასთანაა დაკავშირებული. მოსალოდნელია, რომ წელს ქვეყანაში ქვანახშირზე მოთხოვნა 7%-ით გაიზრდება.

ინდოეთში მოხმარების ზრდას შედარებით აკომპენსირებს ჩინეთში ნედლეულზე მოთხოვნის შემცირება, თუმცა წლის მეორე ნახევარში აქაც ზრდაა მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ეს ორი ქვეყანა, ჩინეთი და ინდოეთი, დანარჩენ მსოფლიოზე ორჯერ მეტ ქვანახშირს მოიხმარენ. მხოლოდ ჩინეთზე კი მსოფლიო მოთხოვნის ნახევარზე მეტი მოდის.

IEA-ის პროგნოზით, ქვანახშირის მოხმარება წელს ევროკავშირშიც 7%-ით გაიზრდება. კონტინენტზე ნულოვანი ემისიებისკენ გზიდან გადახვევა უწევთ და ქვანახშირზე მომუშავე გაჩერებულ ელექტროსადგურებს ხელახლა ამუშავებენ, რითაც რუსულ საბოტაჟთან გამკლავებას ცდილობენ. თუმცა, ევროპაზე გლობალური მოხმარების მხოლოდ 5% მოდის.

ბუნებრივი აირის გაძვირებამ ქვანახშირიც კონკურენტუნარიანი გახადა, რამაც თავის მხრივ ამ რესურსზეც ფასების მატება გამოიწვია. ომის დაწყების შემდეგ ფასებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და აზიის ქვანახშირის ფიუჩერსების საორიენტაციო ფასმა 400 დოლარსაც კი გადააჭარბა ტონაზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ფასი 165 დოლარამდე იყო.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთისა და ამერიკის სანქციებმა სავაჭრო მარშრუტები გადაადგილდა - რუსული ქვანახშირის აზიისკენ გადამისამართდა, ავსტრალიური და ინდონეზიური ქვანახშირი კი ევროპისკენ, რაც სატრანსპორტო ხარჯებსაც ზრდის.

მიუხედავად მოთხოვნის ზრდისა, მიწოდება შეზღუდულია და მოსალოდნელია, რომ 2023 წელსაც ასე იქნება. ამის მიზეზი კი სექტორში ახალი ინვესტიციების ნაკლებობაა.

კახი ჩაკვეტაძე - ავტორი:

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო