„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ კინეტიკურ თავდასხმებზე პასუხისმგებელი რუსეთია
26 აგვისტო, 2022
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და მის გარშემო განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, თუმცა ის ცდილობს, უკრაინა დაადანაშაულოს, - ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციის შეფასებით, რუსმა სამხედროებმა ბირთვული ობიექტის მილიტარიზაცია მოახდინეს, თუმცა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შორს არის ფრონტის ხაზისგან და არ ექვემდებარება უკრაინის შეიარაღებული ძალების გარდაუვალ თავდასხმას.
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმების განხრციელებაში რუსეთი უკრაინულ ძალებს ადანაშაულებს, მაგრამ ჯერჯერობით სანდო მტკიცებულება არ წარმოუდგენია „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს ტერიტორიას და შეუძლია უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებების მოწოდება ბევრად უფრო ადვილად, ვიდრე უკრაინას“.