erimedia_ravk/vIEmyfe4g.jpeg

ონის მერი: სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტომანქანების ნაწილი გამოყვანილია და პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს

ამბები
ონის მერი: სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტომანქანების ნაწილი გამოყვანილია და პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს
ამბები

ონის მერი: სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტომანქანების ნაწილი გამოყვანილია და პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს

erimedia_ravk/vIEmyfe4g.jpeg
11 აგვ

ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, ონში, სტიქიის ზონაში დაკარგული ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მანქანების ნაწილი გამოყვანილია და პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

„სამძებრო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, 21 მოქალაქეა დაღუპული, მათგან 19 არის იდენტიფიცირებული და 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტომანქანების გარკვეული ნაწილი გამოყვანილია, პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. გაფართოვდა სამძებრო არეალი, მათ შორის სამძებრო სამუშაოებია მდინარე ჭანჭახის ხეობაში“, – განაცხადა ონის მერმა.

ამასთან, როგორც სერგო ხიდეშელმა აღნიშნა, დღეს ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტიქიის შედეგად დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვილი ჩატარდება.

მისივე განცხადებით, დაღუპული მოქალაქეების გამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს ონის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

„კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახის ახლობლებს, მთელ ქვეყანას. სამოქალაქო პანაშვიდები დღეს დაიწყება. ჩვენ, ადგილობრივ ხელისუფლებას, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს დაღუპული მოქალაქეების ოჯახებთან. პანაშვიდები იქნება როგორც ონის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, ისე ონის კულტურის სახლში“, – განაცხადა ხიდეშელმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო