OPEC-მა შესაძლოა მიწოდება შეამციროს - რატომ იზრდება ბირჟაზე ნავთობის ფასები

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
OPEC-მა შესაძლოა მიწოდება შეამციროს - რატომ იზრდება ბირჟაზე ნავთობის ფასები
ამბებიწყარო: www.bpn.ge

OPEC-მა შესაძლოა მიწოდება შეამციროს - რატომ იზრდება ბირჟაზე ნავთობის ფასები

25 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/EeeIucZ4g.jpeg

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა და მათმა მოკავშირეებმა (OPEC+), შესაძლოა, ნავთობის მიწოდება შეამცირონ.

ამ განცხადების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, საერთაშორისო ბირჟაზე ნედლი ნავთობის ფასებმა ზრდა დაიწყო. ახლა Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება, რომელიც აგვისტოში ბარელზე 92 დოლარამდე იყო შემცირებული, 101.8 დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდა, 86 დოლარამდე შემცირებული WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობი კი 95.3 აშშ დოლარი ღირს.

მიწოდების შესაძლო შემცირების დაანონსების მთავარი მიზანი სწორედ შემცირებული ფასების კორექტირება იყო, რადგან ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, რამდენით ან საერთოდ შეამცირებს თუ არა OPEC+ მიწოდებას, ჯერ კვლავ გაურკვეველია.

როგორც OPEC-ის წარმომადგენლებმა Reuters-ს განუცხადეს, მიწოდების ნებისმიერი შემცირება, სავარაუდოდ, ირანის ნავთობის ბაზარზე დაბრუნებას დაემთხვევა იმ შემთხვევაში, თუკი ბირთვული შეთანხმება მიღწეული იქნება.

დისკუსია ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევაზე კვლავ დაპაუზებულია, რაც ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტის განახლებას ბუნდოვანს ხდის.

ფასების აღმასვლაზე გავლენა იქონია აშშ-ს ნედლი ნავთობისა და პროდუქტების მარაგების შემცირებამაც.

მიუხედავად აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტისა და დასავლეთის მცდელობისა, OPEC-ი წარმოების გაზრდას სექტემბრიდან უმნიშვნელოდ, დღეში მხოლოდ 100,000 ბარელით დათანხმდა.

კახი ჩაკვეტაძე ავტორი:

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო