ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს პრეზიდენტს მიმართავს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს პრეზიდენტს მიმართავს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს პრეზიდენტს მიმართავს

13 ივლისი, 2022

erimedia_ravk/dvDbk36ng.webp

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, დღეს ოპოზიციის საერთო დოკუმენტი გამოქვეყნდება, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევისკენ მოუწოდებენ.

როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია პუნქტების შესრულება იყოს არა სიმულაცია, არამედ მოხდეს მკაფიო და სწრაფი მოქმედება, რომ ეს გეგმა შესრულდეს.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლების ჩართულობა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომ სხდომების ჩატარება დაჩქარებული წესით მოხდეს.

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს გეგმა როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის 12 პუნქტი. ეს გეგმა მოიწონა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და მიმართულია იმ კანონების შეტანაზე პარლამენტში განსახილველად, რომელიც ითვალისწინებს გეგმის შესრულებას. ჩვენთვის მნიშნელოვანია პუნქტების შესრულება იყოს არა სიმულაცია, არამედ მოხდეს მკაფიო, სწრაფი მოქმედებები იმისათვის, რომ ეს გეგმა შესრულდეს. სწორედ ამიტომ, დღეს იქნება მიმართვა პრეზიდენტის სახელზე და დაველოდებით მის პასუხს. ასევე მნიშვნელოვანია „ოცნების“ ხელისუფლება ჩაერთოს ამ საქმეში და პასუხისმგებლობით მიუდგეს ამ საქმეს, საჭირო იქნება პარლამენტის სხდომის დაჩქარებული წესით მოწვევა და კომიტეტების განხილვების დაჩქარებული წესით წარმოება. არ მაქვს დიდი ოპტიმიზმი, რომ ხელისუფლება ამას გააკეთებს. მზად იქნება ხელმოსაწერად განცხადება, რომელსაც ცოტა ხანში წარმოვადგენთ და დავინახავთ - ვინ არის რეალური ოპოზიცია, ვინ კი ხელისუფლების ინტერესების ლობირებით არის დაკავებული“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაური.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო