erimedia_ravk/90v4sg-VR.jpeg

ოპოზიცია ხალხს აქციაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ამბები
ოპოზიცია ხალხს აქციაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს
ამბები

ოპოზიცია ხალხს აქციაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს

erimedia_ravk/90v4sg-VR.jpeg
7 მარ

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან მოქალაქეებს პარლამენტთან მისვლისა და ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაპროტესტებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა ჯერ 9 მარტს, ხუთშაბათს დააანონსა და შემდეგ დღეისთვის გადმოიტანა, აჩვენებს იმას, „როგორი ვირეშმაკობით აპირებენ ამ ქვეყნის გასაბჭოებას“.

„ეს ყველაფერი აჩვენებს, როგორი ძალადობით, როგორი ვირეშმაკობით აპირებენ ამ ქვეყნის გასაბჭოებას. ამიტომ, მინდა საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვუთხრა, აი, ეს არის ამათი ლუსტრაცია. ასე აპირებენ, რომ თქვენი მომავალი ნაგვის ყუთში ჩააგდონ. მოგიწოდებთ და გთხოვთ, ჩვენ აქ ბრძოლას ვაპირებთ, მოდით პარლამენტთან. ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთიანობით ამ მავნებელი, მოძალადე, მატყუარა ადამიანების წინააღმდეგ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან ხელისუფლებასაც მიმართა.

„ასე ძალიან რომ გეჩქარებათ, გთავაზობთ, პირდაპირ კენჭისყრაზე დააყენეთ. სწრაფად დააფიქსირეთ თქვენი გვარები ამ რუსულ კანონზე. ამას განხილვა რად უნდა? სწრაფად მიიღეთ. პირდაპირ კენჭისყრაზე დააყენეთ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ სალომე სამადაშვილმაც მოუწოდა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი ცდილობს კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილოს.

მოვუწოდებ ქართველ ხალხს, მოდით პარლამენტთან და კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენი ძალა ამ მშიშარა ადამიანებს, რომლებიც აქ შეიყუჟნენ და ცდილობენ დაჩქარებული წესით ჩაატარონ განხილვა,- ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყოს.

მან ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, მალულად მოკლას ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრების შანსი.

„მინდა მივმართო გარეთ შეკრებილ ადამიანებს და საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ახლა სახლში ხართ. დღეს, ამ პარლამენტში „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ მალულად მოკლას თქვენი შანსი იცხოვროთ ევროპულ სახელმწიფოში. მოვუწოდებ ქართველ ხალხს, მოდით პარლამენტთან და კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენი ძალა ამ მშიშარა ადამიანებს, რომლებიც აქ შეიყუჟნენ და ცდილობენ დაჩქარებული წესით ჩაატარონ განხილვა. რაც მთავარია, ოპოზიციის დიდ ნაწილს დარბაზი ჩაუკეტონ. ბოიკოტის შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეუძლია ყველა პოლიტიკოსს და ვინც მოინდომებს ამ დარბაზში შემოსვლას, გირჩევთ ყველას გაუხსნათ კარი.

ფარსი რომ იყო თქვენი სახალხო დამცველის დანიშვნის პროცედურა ახლა აჩვენეთ. ამას საერთო ევროკავშირის მოთხოვნებთან არ აქვს“,- აღნიშნავს სამადაშვილი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო