ორბანი - უნგრეთს აქვს გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ევროკავშირი ქვეყანას კუთვნილ ფულს არ მისცემს

ამბები
ორბანი - უნგრეთს აქვს გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ევროკავშირი ქვეყანას კუთვნილ ფულს არ მისცემს
ამბები

ორბანი - უნგრეთს აქვს გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ევროკავშირი ქვეყანას კუთვნილ ფულს არ მისცემს

26 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/lAWu3e74R.webp

თუ ბრიუსელი უარს იტყვის უნგრეთისთვის მისი კუთვნილი ფულადი სახსრების გამოყოფაზე, ბუდაპეშტი საჭირო თანხას სხვა წყაროებიდან მიიღებს, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

"თუ ბიუროკრატები ბრიუსელში კვლავ უარს იტყვიან ქვეყნისთვის მისი კუთვნილი ფულის მიცემაზე, მაშინ ჩვენ საჭირო თანხას სხვა ფინანსური წყაროებიდან მივიღებთ. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე მოლაპარაკებები ევროკავშირთან და ჩვენს სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან", - განაცხადა ორბანმა.

მანამდე ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს შესთავაზა ევროკავშირის ბიუჯეტში უნგრეთთან მიმართებაში პირობითობის მექანიზმის შემოღება. ეს ბუდაპეშტისთვის ევროკავშირის დაფინანსებიდან 7,5 მილიარდამდე ევროს გაყინვას ნიშნავს. ევროკავშირის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იქნება მას მერე, რაც ორი წლის წინ, ევროკავშირის ბიუჯეტის კორუფციისგან დასაცავად, პირობითობის მექანიზმი შეიქმნა.

ევროკავშირის საბჭოს ახლა ერთი თვე აქვს იმისთვის, რომ კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვიტოს, განახორციელოს თუ არა მსგავსი ქმედება. გამონაკლის შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება მაქსიმუმ ორი თვით გაგრძელდეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო