ორბანმა ევროკავშირის ლიდერებს მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდა

ამბები
ორბანმა ევროკავშირის ლიდერებს მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდა
ამბები

ორბანმა ევროკავშირის ლიდერებს მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდა

7 ოქტ

erimedia_ravk/KiD9q9V4g.webp

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მან პრაღის სამიტზე ევროკავშირის ლიდერებს მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდა, იმის თაობაზე, რომ უკრაინის კონფლიქტის გაფართოება არ მოხდეს. ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის დამტკიცების დროს, უნგრეთმა ეროვნული ინტერესები დაიცვა, რათა სანქციები უნგრეთისთვის მნიშვნელოვან ენერგეტიკის სფეროს არ შეხებოდა.

"პრაღაში დასრულდა პრემიერ-მინისტრების სამიტი. ჩვენ ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი განვიხილეთ... მე უნგრეთის პოზიციას ვიცავდი, რომ მთავარია მშვიდობა და ესკალაციის თავიდან აცილება. ამ დროისთვის მოვლენები ამ მიმართულებით ვითარდება, მაგრამ ჩვენ ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები გვჭირდება. მე ევროკავშირის უდიდესი სახელმწიფოების ლიდერებს ვთხოვე, ყველა ეცადოს მოლაპარაკებას, რათა ომის გავრცელება თავიდან ავიცილოთ", - განაცხადა ორბანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.

მისივე განმარტებით, მეორე საკითხი ენერგეტიკას შეეხებოდა.

"რაც შეეხება ენერგეტიკას, აქ შევძელით ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული მიზნების მიღწევა. ჩვენ გავთავისუფლდით [სანქციების] მერვე პაკეტის ჩვენთვის ძალიან მტკივნეული პუნქტებისგან. სანქციების ეს პაკეტი არ გავრცელდება არც უნგრეთისთვის გაზის მიწოდებაზე, არც ატომურ ელექტროსადგურზე და გარდა ამისა, უფლებას უტოვებს უნგრეთს შეუფერხებლად განაგრძოს ატომური ელექტროსადგურის "პაკშ-2"-ის მშენებლობა. ჩვენ ევროკომისიას მოვუწოდეთ, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ენერგორესურსების ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, [რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა] სანქციებმა ევროპაში ფასების უზარმაზარი ზრდა გამოიწვია", - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო