ორბანმა ევროკავშირის სანქციებს ევროპის ყველა ეკონომიკური უბედურების მიზეზი უწოდა

ამბები
ორბანმა ევროკავშირის სანქციებს ევროპის ყველა ეკონომიკური უბედურების მიზეზი უწოდა
ამბები

ორბანმა ევროკავშირის სანქციებს ევროპის ყველა ეკონომიკური უბედურების მიზეზი უწოდა

26 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/62VbigVVR.webp

ევროპაში ენერგორესურსებზე ფასების ზრდა და ინფლაცია მხოლოდ ბრიუსელის სანქციების შედეგია. მაღალი ფასების მიზეზები პოლიტიკურია და არა ეკონომიკური, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

"ყველა ეკონომიკური უბედურების მიზეზი ბრიუსელის პასუხია, ვგულისხმობ, სანქციებს. სწორედ მათ გამოა, რომ ენერგორესურსებზე ფასი რამდენჯერმე გაიზარდა. ენერგორესურსებზე ფასის ზრდამ ყველა ქვეყანაში ინფლაციის გაზრდა გამოიწვია. ეს საშინელი ფასები არ არის ეკონომიკური პროცესების შედეგი. ენერგიაზე ფასების უზარმაზარი ზრდა ცალსახად სანქციებით არის გამოწვეული. შესაბამისად, ენერგიაზე ფასების ზრდაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა ეკონომიკურ, არამედ - პოლიტიკურ პროცესებს, კერძოდ კი - ბრიუსელის გადაწყვეტილებებს", - ამის შესახებ ორბანმა უნგრეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანქციების შედეგად, ევროპელი ხალხი უფრო გაღარიბდა, რუსეთი კი მუხლებზე ჯერ არ დაცემულა. ამ იარაღმა უკუეფექტი მოგვცა. მთელი ევროპა ელოდება პასუხს ბრიუსელისგან, თუ რამდენ ხანს უნდა გავაგრძელოთ ამის კეთება“, - განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, დროა სანქციების საკითხი აშშ-თანაც განიხილონ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო