ორბელიანების სასახლე აფხაზი მხატვრის ნიკოლოზ ემხვარის ფერწერული ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

ამბები/ წყარო: president.ge
ორბელიანების სასახლე აფხაზი მხატვრის ნიკოლოზ ემხვარის ფერწერული ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ამბებიწყარო: president.ge

ორბელიანების სასახლე აფხაზი მხატვრის ნიკოლოზ ემხვარის ფერწერული ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/XxVTI_n4R.jpeg

ორბელიანების სასახლეში დღეს აფხაზი მხატვრის ნიკოლოზ ემხვარის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

გამოფენა პრეზიდენტის მხრიდან თბილისში მიმდინარე არტ-ფეარისა და ახალგაზრდა მხატვრების თვითრეალიზებისა და თვითგამოხატვის თავისუფლების  მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.

გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, მხატვარმა და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურისა და განათლებს  საკითხებში.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოფენის მოწყობის იდეის შესახებ ისაუბრა და გამოფენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

,,მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს საშუალება, ამ სასახლეში ვუმასპინძლოთ ახალგაზრდა მხატვარს, ნიკა ემხვარს, რომლის ძალიან საინტერესო ნამუშევრებიც მე პირველად, რამდენიმე თვის წინ, სიღნაღის მუზეუმში ვნახე და აქედან გაჩნდა იდეა, რომ ასეთი გამოფენა ამ სასახლეში მოგვეწყო.

თბილისში მიმდინარე არტ-ფეარის ფონზე, დღეს ძალიან დროულია ეს გამოფენა. ჩემი სურვილი იყო, ერთგვარად, ჩვენც ვყოფილიყავით ამ ღონისძიების მონაწილე. მხატვარი, გარდა იმისა, რომ საკუთარი შემოქმედებით თავის თავს წარმოადგენს, ის ასევე არის აფხაზეთიდან და მნიშვნელოვანია, რომ არტ-ფეარ-ში ჩვენი გავლით აფხაზეთიც იყოს წამოდგენილი. ეს არის საქართველოს ხელოვნება, ძალიან საინტერესო თანამედროვე ხელოვნება. საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, სადაც  თანამედროვე ნიჭის აღმავლობა ხდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ ქვეყანაში და ჩვენს ახალგაზრდებში ასეთი შემოქმედებითი უნარი და სიცოცხლეა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდეტმა.

მხატვარმა ნიკა ემხვარმა საქართველოს პრეზიდენტს გამოფენისთვის მადლობა გადაუხადა.

,,ხელოვნება ჩემთვის ყველაფერია და მინდა, რომ ჩემი სული ჩავდო ჩემს ნამუშევრებში. დიდი მადლობა, რომ ხართ აქ, ჩემი ნამუშევრების დასათვალიერებლად, რომლებიც ადამიანის ბუნებას ასახავს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რომელიც მინდა ჩემი შემოქმედებით ვაჩვენო“,- განაცხადა ნიკა ემხვარმა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კონსტანტინე ნაცვლიშვილის განცხადებით, მხატვრები არასდროს ყოფილან დისტანცირებული ყოფითი კულტურისგან და ყოფა და ჩვენი გარემო ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა მათ შემოქმედებაზე.

,,ჩვენ ვცხოვრობთ საინტერესო ეპოქაში, და, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ნიკა ემხვარია, მის შემოქმედებაში ჩვენ შეგვიძლია თვალი მივადევნოთ პოპკულტურის როლს, ჩვენს ცხოვრებაში იმ ე.წ. იმიჯებს, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაში რჩება, ილექება და მერე უკვე ახალი ფორმით გამოვლინდება. ეს იმიჯები თავისთავზე მეტყველებენ, წამოადგენენ იმავდროულად მედიუმს, რომლითაც მხატვარი გვესაუბრება და ამ უნივერსალურ ენაზე, რომელიც მთელი მსოფლიოსთვისაა გასაგები, თავის სათქმელს ამბობს.

ვფიქრობ, რომ ტრანსფორმაციისა და ამ პოპკულტურის როლის კუთხით მხატვრის ნამუშევრები ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას“, - განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილი.

გამოფენა სასახლეში 29 სექტემბრამდე დარჩება და ღიაა დამთვალიერებლებისათვის - შაბათ-კვირას 15:00-18:00 საათამდე და სამუშაო დღეებში 12:00-დან 18:00 საათამდე.

გამოფენის დათვალიერების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ მისამართზე info@president.gov.ge და გამოაგზავნონ პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი). დამთვალიერებლებმა ადგილზე თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

erimedia_ravk/gMo-I_nVg.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო