ორბელიანების სასახლეში შვეიცარიაში მოღვაწე მხატვრის, ნინო გამსახურდიას გამოფენა გაიხსნა

ამბები/ წყარო: president.ge
ორბელიანების სასახლეში შვეიცარიაში მოღვაწე მხატვრის, ნინო გამსახურდიას გამოფენა გაიხსნა
ამბებიწყარო: president.ge

ორბელიანების სასახლეში შვეიცარიაში მოღვაწე მხატვრის, ნინო გამსახურდიას გამოფენა გაიხსნა

1 ოქტ

erimedia_ravk/lNol45V4g.jpeg

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დღეს შვეიცარიაში მოღვაწე მხატვრის, ნინო გამსახურდიას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა, დიპლომატები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნინო გამსახურდია შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანია, რომლის ნამუშევრებიც ბუნებრივ მასალებთან ურთიერთობის კაცობრიობის უძველეს გამოცდილებას და ამ მასალების საშუალებით საკუთარი იდეების თვითგამოხატვას ეფუძნება.

მხატვარ ნინო გამსახურდიას განცხადებით, ქართულ კულტურაში ბევრი ელემენტია, რომელიც დავიწყებას ეძლევა და მის შესანარჩუნებლად საჭიროა ბრძოლა, არა ხმლით და იარაღით, არამედ მისი განახლებით, გამოყენებით და თანამედროვე მეთოდებით ცნობიერებაში შემოსვლითა და ხელოვნებით.

,,ჩვენ 30 წლის წინ წავედით ემიგრაციაში და წავიღეთ აქედან უდიდესი სიმდიდრე - ეს არის ქართული კულტურა, ხელოვნება და ცოდნა მის შესახებ. ქართული მრავალხმიანობა ჩვენს ოჯახში ყოველთვის საქართველოს ის ნაწილი იყო, რომელიც თან წავიღეთ.

მე საქართველოდან საოცარი პედაგოგებისგან და მეცნიერებისგან უდიდესი ცოდნა წავიღე, რომელმაც შემდგომი განვითარებისთვის უდიდესი დახმარება გამიწია. ჩემი შემოქმედება არის არა მხოლოდ ფერწერა, არამედ უფრო სამეცნიერო ექსპერიმენტი, რომ ეს ძველი ტექნიკა რაღაცნაირად ისევ აღდგეს, რაღაც ფორმით მაინც იარსებოს.

ჩემი შემოქმედება ექსპერიმენტული ტიპის ხელოვნებაა, ამ ნიმუშებს თანამედროვე ფორმა აქვს, ოღონდ მთლიანად, მთელი ტექნიკა აბსოლუტურად ტრადიციულია და ეყრდნობა ძველ ხატწერას, ძველ კედელთმხატვრობას, უფრო განვრცობილია, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ დღეს ვცხოვრობთ გლობალიზებულ სამყაროში, მე მაქვს მაგალითად საშუალება შევიძინო ერთი პიგმენტი, რომელიც მოიპოვება ჩილეში, მეორე მოიპოვება ავსტრალიაში და ა.შ. მაგრამ დაახლოებით მესამედი ამ პიგმენტების არის საქართველოდან, ქართული წარმოშობისაა.“ - განაცხადა ნინო გამსახურდიამ.

პრეზიდენტის მრჩევლის კოტე ნაცვლიშვილის განცხადებით, როგორც ბგერა მოდის სამყაროს კაცობრიობის დასაბამიდან, ეს ფერებიც სწორედ ჩვენი საწყისებიდან მოდის და მხატვრის შემოქმედებაც ამის ნათელი მაგალითია.

,,ნინო გამსახურდია იყენებს იმ პირველ ქმნილ ფერებს, რომლებიც არსებობს დედამიწაზე და რომელიც ადამიანმა თავის განვითარების პარალელურად აღმოაჩინა და რომლითაც იწყება კაცობრიობის შემოქმედება“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურის საკითხებში კოტე ნაცვლიშვილმა.

მხატვარი იყენებს ოქროს, როგორც მზის სიმბოლოს და ოქროს ფონზე ბუნებრივი მინერალებისაგან (ნახევრად ძვირფასი ქვებისგან) დამზადებული საღებავებით ქმნის აბსტრაქტულ კომპოზიციებს. მისი შემოქმედება არის მცდელობა ადამიანი დააბრუნოს ბუნებასთან და დღევანდელ ტექნოკრატულ (ციფრულ) სამყაროში, სადაც გამეფებულია დროებითი, მოკლევადიანი ნივთებითა და ხელოვნებით სარგებლობის კულტი, საზოგადოება აზიაროს ადამიანის ცივილიზაციის დასაბამისეულ ტექნიკებს, მასალებსა და მხატვრულ ფორმებს, რომელიც შეგვახსენებს ხელოვნების თავდაპირველ - მაგიურ ფუნქციას.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

erimedia_ravk/xsf3V5VVR.jpeg
erimedia_ravk/1jC3454Vg.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო