ოთარ შამუგია ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ზდენეკ ნეკულას შეხვდა

ამბები/ წყარო: www.facebook.com
ოთარ შამუგია ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ზდენეკ ნეკულას შეხვდა
ამბებიწყარო: www.facebook.com

ოთარ შამუგია ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ზდენეკ ნეკულას შეხვდა

17 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/PK5F8HnVg.jpeg

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქ. პრაღაში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობის პარალელურად, ოთარ შამუგიას სამუშაო შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ზდენეკ ნეკულას შეხვდა.

ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას სოფლის მეურნეობის მინისტერიალზე საქართველოს მხარის მიწვევისთვის და აღნიშნა, რომ მინისტერიალი კარგი პლატფორმაა მოსაზრებების გაზიარებისა და სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევი კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვისთვის.

შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული მრავალწლიანი მხარდაჭერის და ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩეხი კოლეგა აგრარულ დარგში არსებული ვითარების გასაცნობად და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსახილველად საქართველოში მოიწვია.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო