ოთარ შამუგია, პრაღაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

ამბები/ წყარო: www.facebook.com
ოთარ შამუგია, პრაღაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
ამბებიწყარო: www.facebook.com

ოთარ შამუგია, პრაღაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

17 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/DnDFXHnVR.jpeg

ქალაქ პრაღაში გამართული სოფლის მეურნეობის მინისტერიალის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ მინისტრს სოფლის მეურნეობის, სატყეო, რეგიონების და წყლის მართვის საკითხებში, ნორბერტ ტოტსჩინგს შეხვდა.

ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ავსტრიელ კოლეგას იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველოში სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სექტორების განვითარებისთვის ავსტრიის სახელმწიფო ახორციელებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერების კუთხით.

ასევე აღინიშნა, რომ ავსტრიის გამოცდილების გაზიარება სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში არის კიდევ ერთი მიმართულება, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობა. მხარეებმა ასევე გამოთქვეს სურვილი და მზაობა, გააზიარონ გარემოსდაცვითი საკითხების და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით არსებული გამოცდილებები.

ოთარ შამუგიამ, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური მინისტრი საქართველოში მოიწვია.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო