erimedia_ravk/3JOWbzxVg.jpeg

ოთარ შამუგია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ატაშეს შეხვდა

ამბები
ოთარ შამუგია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ატაშეს შეხვდა
ამბები

ოთარ შამუგია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ატაშეს შეხვდა

erimedia_ravk/3JOWbzxVg.jpeg
23 თებ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ატაშეს ქრისტინ მუმას შეხვდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე, მინისტრმა ოთარ შამუგიამ და აშშ-ის საელჩოს ატაშემ ქრისტინ მუმამ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები განიხილეს.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრავალი წელია სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აშშ-ის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის. ამ მხრივ ხაზგასასმელია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა (USDA) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობა, რისთვისაც მადლობას გიხდით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე აშშ-ის საელჩოს ატაშემ ვაშინგტონში დაგეგმილ კლიმატის სამიტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ოთარ შამუგია სამიტზე დასასწრებად აშშ-ში მიიწვია.

„კლიმატის ცვლილება დღეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსათვის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ახლო პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღოთ მონაწილეობა მაისში დაგეგმილ სამიტში“, - განაცხადა ქრისტინ მუმამ.

აშშ-ის საელჩოს ატაშემ, შეხვედრაზე, USDA-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებისათვის ახორციელებს არაერთ პროგრამას/პროექტს და მზადაა მეტი ჩართულობისა და არსებული მხარდაჭერის კიდევ უფრო გაფართოვებისათვის.

აშშ-ის საელჩოს ატაშე ქრისტინ მუმასთან შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მოადგილე ნინო თანდილაშვილი, აშშ-ის საელჩოს ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი და USDA-ის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო