პაატა მანჯგალაძე - სალომე ზურაბიშვილს მიანიშნეს, ძალიან არ გაგიტკბეს პრეზიდენტად ყოფნა - საერთოდ გამოგკეტავთ სახლში და იქნები ფრანგი პენსიონერიო

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
პაატა მანჯგალაძე - სალომე ზურაბიშვილს მიანიშნეს, ძალიან არ გაგიტკბეს პრეზიდენტად ყოფნა - საერთოდ გამოგკეტავთ სახლში და იქნები ფრანგი პენსიონერიო
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

პაატა მანჯგალაძე - სალომე ზურაბიშვილს მიანიშნეს, ძალიან არ გაგიტკბეს პრეზიდენტად ყოფნა - საერთოდ გამოგკეტავთ სახლში და იქნები ფრანგი პენსიონერიო

7 ივნისი, 2022

erimedia_ravk/QHlc1mCnR.webp

პრეზიდენტს მიანიშნეს, ძალიან არ გაგიტკბეს პრეზიდენტად ყოფნა - საერთოდ გამოგკეტავთ სახლში და იქნები ფრანგი პენსიონერიო - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა. პაატა მანჯგალაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეუძლიათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „დაუღრიალონ.“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სხვადასხვა საკითხებში ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შესაძლოა განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ, თუმცა, „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს ეუბნება, რომ ამ განსხვავებული აზრის გამო, დაისჯება.

„კობახიძე პოლიტიკურ ტროლად ჩამოყალიბდა, რადგან არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ აქვთ ამ ადამიანებს, არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ ხალხის წინაშე, უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ ლიდერებს და პრემიერ-მინისტრს რომ ვხვდები, შეშინებულები არიან. ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ მას არ აქვს უფლება იყოს პრემიერ-მინისტრი, კობახიძე ფიქრობს, რომ მას არ აქვს უფლება იყოს პარტიის თავმჯდომარე, პაპუაშვილი ფიქრობს, რომ მას არ აქვს უფლება იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ იეჭვინოს და არ იფიქროს, რომ ამათმა მართლა დაიჯერეს, რომ ხელისუფლებას მართავენ და მაშინვე მოაშორებენ. თოკით არიან დაბმულები, ძალიან მიშვებულიც არ ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, შეუძლიათ დაუღრიალონ სალომე ზურაბიშვილს. შიგნით არავინ არაფერს არ წყვეტს. მერე დასჯის ბიძინა და ამიტომ თამაშობენ მოკლე დისტანციაში. პრეზიდენტს მიანიშნეს, რომ როგორც თვითონ არიან არც ისე გრძელი თოკებით მობმული, ისეთივე თოკი გაქვს შენც და ძალიან არ გაგიტკბეს პრეზიდენტად ყოფნაო. არც შენ ხარ პრეზიდენტი, ყველა ერთი კაცის ნებას ვასრულებთ და არ დაგავიწყდეს, რომ ბიძინას წიაღში ყველა ერთი ვართო. განსხვავებული პოზიცია შეიძლება ჰქონდეთ რაღაც საკითხებზე სალომე ზურაბიშვილს და „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ძალიანაც არ გაგიტკბეს ამ განსხვავებული პოზიციებში ყოფნა, თორემ დაისჯებიო. ჩამოგართმევთ ელჩების დანიშვნის ნაწილში დისკრეციას, ასევე სხვა მიმართულებითაც და საერთოდ გამოგკეტავთ სახლში და იქნები ფრანგი პენსიონერიო, ამას ეუბნებიან“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო