Pace Group - ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური გემებს მაქსიმუმ ორ კვირაში მიიღებს

ამბები/ წყარო: bm.ge
Pace Group - ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური გემებს მაქსიმუმ ორ კვირაში მიიღებს
ამბებიწყარო: bm.ge

Pace Group - ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური გემებს მაქსიმუმ ორ კვირაში მიიღებს

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/YB3lO_7Vg.jpeg

„ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ გემების მიღებას მაქსიმუმ ორ კვირაში დაიწყებს. ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ Pace Group-ში შემავალი კომპანია „ტრანსფორდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ მაზიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ნავსადგური Panamax-ის ტიპის გემების მიღებასაც შეძლებს, რასაც აქამდე საქართველოში ვერცერთი პორტი ვერ იღებდა.

“ჩვენი სატრანსპორტო დერეფნის მიმართ შუა აზიიდან ინტერესი გაზრდილია და ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავხსენით „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“, რომელიც გემების მიღებას მაქსიმუმ ორ კვირაში შეძლებს. ეს ნიშნავს უფრო მეტ გატარებულ ტვირთს ჩვენს რეგიონში.

„ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ საშუალებას გვაძლევს მივიღოთ 50 000-ტონიანი გემები. ნავმისადგომი არის 260 მეტრი სიგრძის და 13 მეტრი სიღრმის. ამასთან, ჩვენი მოლოდინით, მხოლოდ ეს ერთი ნავმისადგომი შეძლებს, რომ გადამუშავებული ტვირთი 2 მლნ ტონით გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, თუ Pace Group-ი წლიურად საშუალოდ 6 მლნ ტონა ტვირთს ამუშავებდა, ახალი ნავმისადგომის პირობებში ეს 8-9 მლნ ტონამდე გაიზრდება”, - აცხადებს ვასილ მაზიაშვილი.

ამას გარდა, Pace Group-ში შემავალი კომპანიის ხელმძღვანელი ომის დაწყების შემდეგ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გაზრდილ ტვირთბრუნვაზეც საუბრობს.

"ტვირთის მფლობელების განწყობა შეიცვალა და თუ აქამდე მათი ორიენტაცია რუსულ ბაზარზე იყო და ვოლგა-დონის არხით ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდება, დღეს ცდილობენ, თავადაც ევროპულ ბაზარზე გადაერთონ, რაც მათთვისაც უფრო სტაბილური და გრძელვადიანია. როგორც კი მათი ინტერესი იცვლება, იზრდება ჩვენი კორიდორის მნიშვნელობა. ფიზიკურად შეუძლებელია სხვა კორიდორით ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. ტვირთების ნაწილში კვლავ ცენტრალური აზია აქტიურობს, თუმცა გაზრდილია სხვადასხვა ქვეყნის ინტერესი ტვირთის შესყიდვის მიმართულებით. ამ კომპონენტშიც ვმუშაობთ, რომ მყიდველი და გამყიდველი დავაკავშიროთ ერთმანეთთან. ეს გრძელვადიან პერიოდში ჩვენი კორიდორის მეტ დატვირთვას უზრუნველყოფს”, - ამბობს ვასილ მაზიაშვილი.

ცნობისთვის: ფოთში ახალი ნავსადგური PACE GROUP-ის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით აშენდა. ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდა 120 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია; აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოეწყო თანამედროვე საპორტე ინფრასტრუქტურა.

ავტორი - მარიამ ვარადაშვილი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო