erimedia_ravk/TJUv_7kIg.jpeg

„ფაინენშალ თაიმსი“ - ევროკავშირი რუსეთიდან გათხევადებული აირის რეკორდული რაოდენობის იმპორტს ახორციელებს

ამბები
„ფაინენშალ თაიმსი“ - ევროკავშირი რუსეთიდან გათხევადებული აირის რეკორდული რაოდენობის იმპორტს ახორციელებს
ამბები

„ფაინენშალ თაიმსი“ - ევროკავშირი რუსეთიდან გათხევადებული აირის რეკორდული რაოდენობის იმპორტს ახორციელებს

erimedia_ravk/TJUv_7kIg.jpeg
30 აგვ

ევროკავშირი რუსეთიდან გათხევადებული აირის რეკორდული რაოდენობის იმპორტს ახორციელებს. ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

მედიასაშუალების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი 2027 წლისთვის რუსულ წიაღისეულ საწვავზე უარის თქმისკენ მიისწრაფვის, წელს ბლოკი რუსეთისგან გათხევადებული ბუნებრივი აირის რეკორდულ მოცულობას შეიძენს.

როგორც გამოცემა წერს, არასამთავრობო ორგანიზაციის, Global Witness-ის მიერ ჩატარებული დარგის მონაცემების ანალიზის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში, რუსული გათხევადებული აირის რიგით მეორე და მესამე უმსხვილესი იმპორტიორები - ჩინეთის შემდეგ - ბელგია და ესპანეთი იყვნენ.

„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ გათხევადებული აირის იმპორტი მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე 40%-ით არის გაზრდილი 2021 წლის ამავე პერიოდთან, ანუ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ინტერვენციამდე პერიოდთან შედარებით. გამოცემის ცნობით, მკვეთრი ზრდა განპირობებულია იმით, რომ ევროკავშირი ომამდე გათხევადებული აირის დიდ რაოდენობას არ ყიდულობდა, ვინაიდან, რუსეთიდან მილსადენებით მიწოდებულ ბუნებრივ აირზე იყო დამოკიდებული.

„შოკისმომგვრელია, რომ ქვეყნები ევროკავშირში ამდენს მუშაობდნენ, რათა უარი ეთქვათ მილსადენით მიწოდებულ რუსულ გაზზე მხოლოდ იმისთვის, რომ ის ტრანსპორტირებულით ჩაენაცვლებინათ. არ აქვს მნიშვნელობა, მას მილსადენით თუ ხომალდით მიიღებ – ეს მაინც ნიშნავს, რომ ევროპული კომპანიები მილიარდებს აგზავნიან პუტინის ომის სკივრში“, – განაცხადა Global Witness წარმომადგენელმა, ჯონათან ნორონია-განტმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო