„ფაინენშალ თაიმსი“ - პუტინი არ მოისვენებს, ვიდრე მთელ დონბასს არ მიიღებს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„ფაინენშალ თაიმსი“ - პუტინი არ მოისვენებს, ვიდრე მთელ დონბასს არ მიიღებს
ამბებიწყარო: 1tv.ge

„ფაინენშალ თაიმსი“ - პუტინი არ მოისვენებს, ვიდრე მთელ დონბასს არ მიიღებს

25 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/F6CQDpWVg.jpeg

ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ომს არ დაასრულებს, ვიდრე მთელ დონბასს არ მიიღებს. ამის შესახებ ნათქვამია ანალიტიკურ სტატიაში, რომელიც გამოცემამ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ექვსი თვის თარიღთან დაკავშირებით მოამზადა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს „ბევრი რამ სწრაფად აითვისა“. ავტორის თქმით, მხარეები „გრძელი ზამთრისთვის ემზადებიან და კონფლიქტს დასასრული არ უჩანს“.

„პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მე ამის იმედი მაქვს“,  – ეს ფრაზა ჟენევაში რუსეთის ელჩს, გენადი გატილოვს ეკუთვნის.

კიდევ ერთი წყარო კრემლში „ფაინენშალ თაიმსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება, რადგან რუსეთის არმიას იმ სიდიდის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის გამოცდილება, როგორიც უკრაინას ჰყავს, არ აქვს.​

სტატიაში ნათქვამია, რომ პუტინს ასევე იმედი აქვს, რომ დასავლეთი ანტირუსული სანქციების არასახარბიელო შედეგებს წააწყდება და შეწყვეტს უკრაინის შეიარაღებას.

„თუმცა, პუტინის გარემოცვაში ამის მაინცდამაინც არ სჯერათ“, – წერს ბრიტანული გამოცემა.

როგორც „ფაინენშალ თაიმსთან“ საუბარში ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა ბიზნესმენმა განაცხადა, რუსული ელიტა ელოდება პუტინისგან ომის დასრულებისკენ მიმართულ ნაბიჯებს. მეორე მხრივ კი, პუტინზე ზეწოლას ახდენს ულტრანაციონალისტური ფრთა, რომელიც ომის გამარჯვებამდე გაგრძელებას მოითხოვს, ხოლო ალექსნდრ დუგინის ქალიშვილის მკვლელობამ ეს განწყობა კიდევ უფრო გაამძაფრა.

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ასეთ ვითარებაში უბრალო უკრაინელებს მოლაპარაკებები აღარ სურთ. რესპონდენტების უმეტესობა ამბობს, რომ ომიდან გამოსავალი მხოლოდ რუსეთის სრული განადგურება და უკრაინული ტერიტორიების დაბრუნება იქნება, მათ შორის ყირიმის და დონბასის.

ამასთან, სტატიის ავტორები უკრაინაში ფრონტზე არსებულ მდგომარეობას „ჩიხურს“ უწოდებენ. გამოცემასთან საუბრისას უკრაინელი სამხედრო აცხადებს, რომ ამჟამად მხარეები პოზიციების გამაგრებით არიან დაკავებულნი. ამასთან, ის ამტკიცებს, რომ რუსები სწრაფად სწავლობენ, როგორ იომონ და კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსული არმია ძლიერ შეიცვალა.

„დასავლეთის შეიარაღება მისიას ასრულებს. დიახ, უკრაინა ჯერ არ იგებს, მაგრამ ასუსტებს რუსეთის პოზიციებს. თუმცა, კიევში ამბობენ, რომ კონტრშეტევაზე გადასვლას გაცილებით მეტი შეიარაღება სჭირდება“, – წერს გამოცემა.

„ფაინენშალ თაიმსის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები აცხადებენ, რომ მხარეების ზამთრის პერიოდს ამოსუნთქვისთვის გამოიყენებენ და აქტიური საბრძოლო მოქმედებები ზამთარში არ არის მოსალოდნელი.

ავტორი - ლევან ახალაია

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო