პაკისტანში წყალდიდობის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, მათ შორის ასობით ბავშვი
28 აგვისტო, 2022
პაკისტანში ივნისის შუა რიცხვებიდან ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 1033 ადამიანი, მათ შორის 348 ბავშვი. დაშავდა 1527 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ქვეყნის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში 119 ადამიანი დაიღუპა და 71 კი დაშავდა.
როგორც მედია ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, მინიმუმ სტიქიის შედეგად 33 მილიონი ადამიანი დაზარალდა.
პაკისტანის კლიმატის ცვლილების მინისტრმა შერი რეჰმანმა წყალდიდობას "უპრეცედენტო" და "ამ ათწლეულის ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა" უწოდა.