erimedia_ravk/LGjQPznIR.jpeg

პალესტინა გააგრძელებს წინააღმდეგობას - აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს აფრთხილებს

ამბები
პალესტინა გააგრძელებს წინააღმდეგობას - აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს აფრთხილებს
ამბები

პალესტინა გააგრძელებს წინააღმდეგობას - აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს აფრთხილებს

erimedia_ravk/LGjQPznIR.jpeg
17 ოქტ

ირანის აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელი გააფრთხილა, რომ ღაზის სექტორზე თავდასხმები პალესტინელი ხალხის გენოციდს წარმოადგენს და მუსლიმები წინააღმდეგობას გააგრძელებენ.

"ვერავინ შეძლებს შეაჩეროს ისრაელისადმი წინააღმდეგობა პალესტინაში, თუ ებრაული სახელმწიფო ღაზის სექტორის მასიურ და განურჩეველ დაბომბვას გააგრძელებს", - განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა.

"თუ სიონისტური რეჟიმის დანაშაულებები გაგრძელდება, მუსლიმები მთელს მსოფლიოში და წინააღმდეგობის ძალები მოთმინებას დაკარგავენ. მაშინ მათ ვერავინ შეაჩერებს", - დასძინა მან. აიათოლა ალი ხამენეის სიტყვებს სააგენტო IRNA ავრცელებს.

ალი ხამენეიმ ასევე ისაუბრა ისრაელის „სიონისტური რეჟიმის“ პასუხისგებაში მიცემისა და ღაზის სექტორის დაბომბვის დაუყონებლივ შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ.

ვითარება ისრაელსა და "ჰამასს" შორის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ დაიძაბა. „ჰამასმა“ ისრაელზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რის შემდეგაც ისრაელმა საპასუხოდ ღაზის სექტორში საჰაერო ოპერაცია დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმას 1 400-ზე მეტი ადამიანი ემხვერპლა, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზის სექტორში 2 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო