პაპმა ფრანცისკემ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომი დაგმო და და კონფლიქტს „მორალურად უსამართლო, მიუღებელი, ბარბაროსული, უაზრო, საზიზღარი და მკრეხელური" უწოდა
30 აგვისტო, 2022

პაპმა ფრანცისკემ დღეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომი დაგმო და კონფლიქტს „მორალურად უსამართლო, მიუღებელი, ბარბაროსული, უაზრო, საზიზღარი და მკრეხელური" უწოდა.
ვატიკანის განცხადებით, რომის პაპი საუბრობს როგორც მოძღვარი, რომელიც იცავს ყველა ადამიანის სიცოცხლეს და არა როგორც პოლიტიკოსი.
წმინდა საყდარი ამ განცხადებით ერთი კვირის წინ, პაპი ფრანცისკეს მიერ რუსი პროპაგანდისტისა და იდეოლოგის, ალექსეი დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა, რა დროსაც პონტიფიკოსმა მას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა. კათოლიკური ეკლესიის მეთაურის აღნიშნულმა სიტყვებმა უკრაინაში მწვავე რეაქცია გამოიწვია.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
