პარიზში ჯულიან ასანჟის მხარდასაჭერად "ყვითელი ჟილეტების" აქცია იმართება

ამბები/ წყარო: ria.ru
პარიზში ჯულიან ასანჟის მხარდასაჭერად "ყვითელი ჟილეტების" აქცია იმართება
ამბებიწყარო: ria.ru

პარიზში ჯულიან ასანჟის მხარდასაჭერად "ყვითელი ჟილეტების" აქცია იმართება

1 ოქტ

erimedia_ravk/7pZBXc4VR.webp
ფოტო: Henry Nicholls/Reuters

პარიზში WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის მხარდასაჭერად „ყვითელი ჟილეტების“ დემონსტრაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

აქცია ადგილობრივი დროით 14:30 საათიდან დაიწყო. დემონტრანტების თქმით, ის თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად და ფრანგული მასმედიის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციების წინააღმდეგ ტარდება. მიტინგზე ასევე ისმის მოწოდებები პრეზიდენტ მაკრონის გადადგომის, ნატო-დან და ევროკავშირიდან გამოსვლის და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით.

"ჩვენ ვიკრიბებით სააგენტო „ფრანს-პრესი“-სა და ტელეკომპანია "BFM TV"-ს ფანჯრებთან, რათა ვაჩვენოთ, რომ ვგმობთ ყველა სიცრუეს, რასაც ისინი ავრცელებენ და გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას ჟურნალისტის, ჯულიან ასანჟის მიმართ. მან ბევრი სახელმწიფო დოკუმენტი გამოქვეყნა, მათ შორის, კლინტონის, ბაიდენის, მაკრონის ოჯახების შესახებაც. იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოების მხარდაჭერით ასანჟის საქმე შეიძლება წინ წავიდეს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც მიტინგზე მისული იყო პლაკატით "ჯულიან ასანჟი - ნამდვილი ჟურნალისტია".

„ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის დაპატიმრების ორდერი შვედეთმა 2010 წლის ნოემბერში გასცა. 2012 წლიდან ის ლონდონში, ეკვადორის საელჩოში იმალებოდა. 2019 წლის 11 აპრილის დილას კი დააპატიმრეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო