პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს

ამბები
პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს
ამბები

პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს

6 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/Z3QEJKG4R.webp

პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს. პროექტის განხილვა დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტში დაიწყო, რომლის დასკვნაც სავალდებულოა, დღესვე საკითხი გავა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც წამყვან კომიტეტად განისაზღვრა.

ცვლილებების პროექტი სავარაუდოდ, დღესვე გავა პლენარულ სხდომაზეც. მომავალი სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტის რეგლამენტში დროებითი წესი იწერება, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური მუხლი რეგლამენტის გარდამავალ დებულებებს დაემატება. შესაბამისად, მმართველ გუნდში მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, ომბუდსმენის არჩევის დროებითი წესი იმ კანდიდატებზე გავრცელდება, რომელთა შორის ერთ-ერთს პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტზე 2022 წლის დეკემბერში აირჩევს.

პარლამენტის რეგლამენტის დროებითი წესის მიხედვით კი, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებას გამოსცემს და სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურები კანონმდებლებს სწორედ იმ წესით წარედგინება, რასაც თავის მხრივ თავმჯდომარე საკუთარი ბრძანებით დაადგენს. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, წარდგენამდე კანდიდატურები სამოქალაქო საზოგადოების - მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლების მიერ შეფასდებიან.

პარლამენტის რეგლამენტის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული იქნება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც თავის მხრივ დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას, კეთილსინდისიერებას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონას გულისხმობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ქართული ოცნება“ მზაობას გამოთქვამს მხარი დაუჭიროს პოლიტიკური ჯგუფის “მოქალაქეების“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, პარლამენტი სახალხო დამცველს ღია კენჭისყრით აირჩევს. პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი ძირითადი ნორმა ომბუდსმენის არჩევის შემდეგ წესს ითვალისწინებს: სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურებს პარლამენტს ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ 7-კაციანი ჯგუფი წარუდგენს.

პარლამენტი სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით (90 ხმა) ირჩევს. კენჭისყრა ფარულია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო