პარლამენტი სახალხო დამცველს ირჩევს - კანდიდატების მოსმენა დაიწყო

პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. ანა აბაშიძე, მარიკა არევაძე და გიორგი ბურჯანაძე - დღეს დეპუტატების წინაშე მხოლოდ ეს 3 კანდიდატი წარსდგება.
მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე უკვე დაწყებულია. კანდიდატები კანონმდებლებს საკუთარ ხედვებს აცნობენ. აღნიშნულის შემდეგ მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
პარლამენტს 19 კანდიდატის მოსმენა მოუწევს, რადგან "მოქალაქეებმა" ყველა მსურველი წარადგინეს. "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და რეფორმების ჯგუფი კი არასამთავრობოების მიერ დასახელებულ 3 პირს უჭერს მხარს.
მოქმედ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველს კენჭი 1 დეკემბრამდე უნდა უყაროს. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის არჩევას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.