erimedia_ravk/yTBaNanIg.jpeg

პარლამენტის დელეგაცია სტოკჰოლმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როთ“-ის სემინარში მონაწილეობს

ამბები
პარლამენტის დელეგაცია სტოკჰოლმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როთ“-ის სემინარში მონაწილეობს
ამბები

პარლამენტის დელეგაცია სტოკჰოლმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როთ“-ის სემინარში მონაწილეობს

erimedia_ravk/yTBaNanIg.jpeg
24 ოქტ

23-24 ოქტომბერს, შვედეთის სამეფოს დედაქალაქ სტოკჰოლმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“-ის რიგით 104-ე სემინარი - „რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერა: სტაბილურობის პროექცირება, უსაფრთხოების განმტკიცება და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში დაწინაურება” - იმართება.

ღონისძიებაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას და პარლამენტის წევრების, ხატია წილოსანის, გიორგი ჩაკვეტაძის და თეონა აქუბარდიას შემადგენლობით მონაწილეობს.

სემინარის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიც არის: შვედეთის კონტრიბუცია ნატო-ში და პარტნიორების მხარდაჭერა; უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის; საქართველოს ევროატლანტიკური გზა; ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაში შვედეთის მედეგობის შესახებ გამოცდილების გაზიარება და სხვა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების საკანომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსნები მონაწილეობენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო