პარლამენტის თავმჯდომარე - რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე - მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, დაუბრუნდეთ ჟურნალისტური საქმიანობის საწყისებს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
პარლამენტის თავმჯდომარე - რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე - მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, დაუბრუნდეთ ჟურნალისტური საქმიანობის საწყისებს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

პარლამენტის თავმჯდომარე - რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე - მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, დაუბრუნდეთ ჟურნალისტური საქმიანობის საწყისებს

26 ივლისი, 2022

erimedia_ravk/w7PyB6gVR.webp

ჩვენ რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტს. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, კითხვას, რომელიც ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს დაუსვა, „არაფერი აქვს საერთო ეთიკურ ჟურნალისტიკასთან“. „არაერთხელ აღმინიშნავს და ახლაც ხაზს გავუსვამ, რომ ამ დისკუსიაშიც არის გულწრფელობის ნაკლებობა. სინამდვილეში, ის, რაც აღნიშნა ეუთო/ოდირმა თავის დასკვნაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, რომ საქართველოში მედია, სამწუხაროდ, ქცეული არის პოლიტიკურ აქტივისტად. ბოლო ორი დღე ჩვენ ვხედავდით ცილისმწამებლურ კამპანიას, რომლის კულმინაცია იყო გუშინ დასმული კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე, რომელშიც შიგნითვე იყო ჩადებული პასუხიც, შეურაცხყოფაც, ცილისწამებაც, დისკრედიტაციაც... ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვეობით. ეს არის სამწუხარო ფაქტი! ამაზე უფრო სამწუხარო არის ის, რომ ნაცვლად იმისა, რომ ამას თვალი გავუსწოროთ, ვაღიაროთ ის პრობლემა, რაც ქართულ მედიაში არსებობს, ეთიკური ჟურნალისტიკა სამწუხაროდ, მედიის დიდი ნაწილისთვის აღარ არის ტერმინიც კი. ის, რომ მედიის დიდი ნაწილი ქცეულია პოლიტიკურ აქტივისტად, პოლიტიკის მონაწილე და განმსაზღვრელი, არის პარტიული ინტერესების გამტარებელი, ეს არის ქმნის საბოლოო ჯამში იმ გარემოს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით სამი კვირის წინ, როდესაც ვთქვით, რომ დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია რიტორიკის შერბილება. ოპოზიციის ნაწილი არ აგვყვა ამ საკითხში და მედიის ნაწილი არათუ აგვყვა, ბოლო სამი კვირაა ჩვენ ვხედავთ დეზინფორმაციის, ცილისწამების, ზიზღის ენის გავრცელების ნაკადს.

ერთადერთ რამეს მოვუწოდებ მედიას - ნაცვლად იმისა, რომ შეაბიჯონ პოლიტიკის სფეროში, ჟურნალისტიკის ეთიკური სტანდარტი [დაიცვან]. ჩვენ ეს ვნახეთ გუშინ. მართალია, ამას გუშინ ნაჩქარევი შეფასებები მოჰყვა, მაგრამ შემდგომ როდესაც ნახა ყველამ, როგორი ფორმით იყო ეს კითხვა დასმული, ამაში არ იყო არაფერი, რასაც აქვს საერთო ეთიკურ ჟურნალისტიკასთან. ჩვენ რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე. არავითარი ლეგიტიმური კითხვა არ არსებობს. ერთ-ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა რაღაც „დაგუგლა“. „დაგუგვლაზე“ რომ ჟურნალისტი ააგებს კითხვას და ააწყობს სიუჟეტს, ეს აჩვენებს სწორედ, რამდენად მართალი იყო ეუთო/ოდირი, როცა ამბობდა, რომ მედიის ნაწილი პოლიტიკურ აქტივისტად არის ქცეული. სავარაუდოდ, ამ ჟურნალისტმა არც კი იცის, რა როლი აქვს გია კობახიძეს ნათამაშები საქართველოს ისტორიაში, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. სავარაუდოდ, არც კი იცის, ვისზე და რას საუბრობს. ეს არის პრობლემა. არანაირი ლეგიტიმაცია არ ჰქონდა ამ კითხვას, რომლის საფუძველიც იყო ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს მიმართ ცნობილია დეზინფორმაციით. სერიოზულობის მარცვალი მაინც ხომ უნდა იყოს?“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ტემპერატურის აწევა უჭირთ და ამისთვის ხან მედიას იყენებენ, ხან - არასამთავრობო სექტორს. „რაც შეეხება ვერბალურ გაცვლა-გამოცვლას, სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ და მათ შორის ირაკლი კობახიძეც, რომ მთავარი გამოწვევა ქართული დემოკრატიის და საღი პოლიტიკური დისკუსიის არის ის მაპოლარიზებელი რიტორიკა, რომელიც წახალისებულია მათ შორის, მედიის მხრიდან. ამ კითხვის მიზანი რა იყო? - ვხედავთ, რომ უჭირთ პოლიტიკურ პარტიებს ტემპერატურის აწევა და ამ დროს თავად ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დისკრედიტირებულები არიან, ცდილობენ სხვა აქტორების გამოყენებას. ეს ხან არის მედია, ხან არასამთავრობო სექტორი. ჟურნალისტებს მოგიწოდებთ, რომ ნაცვლად ზედაპირული მსჯელობისა, უფრო სიღრმეებში ჩახვიდეთ და დაუბრუნდეთ ჟურნალისტური საქმიანობის საწყისებს, რომელიც ეთიკურ ჟურნალისტიკას და მაყურებლამდე ინფორმაციის მიტანას გულისხმობს და არაა თქვენ შეფასებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების კონტექსტში დასმულ შემდეგ კითხვას მოჰყვა: „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“. „კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია“, - მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო