პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ
23 სექტემბერი, 2022
23 სექტემბერს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მივა. მან პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხოს, რომელთა ძირითადი ნაწილი საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას შეეხება.
დეპუტატებმა ზურაბ აზარაშვილს შემდეგი კითხვები გაუგზავნეს:
- რა კრიტერიუმებით ხორციელდება იმ სოციალურად დაუცველ პირთა შერჩევა, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს დასაქმებას, აღნიშნული ქვე-პროგრამის ფარგლებში?
- ვინ ახორციელებს აღნიშნულ შერჩევას და ჩართულია თუ არა ამ შერჩევის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები?
- ახდენენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სარეკომენდაციო ხასიათის სიების შედგენასა და წარდგენას შესაბამის უწყებაში?
- რამდენად ხორციელდება ამ ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების მიერ რეალურად იმ უნარ-ჩვევების შეძენა, რომელიც მომავალში მათ დაეხმარებათ დასაქმდნენ კერძო სექტორში?
- როგორც ცნობილია, დღეის მდგომარეობით 20 ათასი მსგავსი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რომელთა უმრავლესობა წარმოდგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში შემავალ სხვადასხვა დაწესებულებაში მ.შ. სსიპ-ებში ა(ა)იპ-ებში თუ სხვ. რეალურად იყო თუ არა ამ დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის, მათი საქმიანობის უწყვეტობისა და ეფექტიანობის ზრდისთვის დამატებით 20 ათასი სამუშაო ადგილი (დასაქმებული) საჭირო?
- როგორც ფუნქციონირებდნენ უწყვეტად, ეფექტიანად აღნიშნული დასაქმებულების გარეშე ეს უწყებები ხსენებული ქვე-პროგრამის ამოქმედებამდე?
- თვლით, თუ არა, რომ სასაფლაოს დამლაგებლად, დარაჯად, მუზეუმის დამლაგებლის თანაშემწედ და სხვ. დასაქმებული ადამიანები შეძლებენ დამატებითი უნარების შეძენას, რაც მათ დაეხმარებათ კერძო სექტორში დასაქმებისთვის მომავალში?
- თვლით თუ არა, რომ ქვეყანაში უნდა განხორციელდეს რეფორმა, რომელიც გულისხმობს საჯარო სამსახურებში ეფექტიანობის ზრდას, მათ შორის არაეფექტიანი დასაქმების ეტაპობრივი შემცირების რამდენიმე წლიან გეგმას?
აღსანიშნავია, რომ ინტერპელაციის წესით სექტემბერში პარლამენტში ასევე მიწვეული იყვნენ პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა და განათლების და მეცნიერების მინისტრები, თუმცა პლენარული სხდომაზე ინტერპელაციით მიწვეული მინისტრების მოსმენა ნოემბრისთვის გადაიდო.
ინტერპელაციის გადავადების მიზეზი სამთავრობო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტია.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო