erimedia_ravk/XNT8knnSg.webp

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

ამბები
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა
ამბები

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

erimedia_ravk/XNT8knnSg.webp
18 ოქტ

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს კენჭი უყარეს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში ჩავარდა, რადგან კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა.

სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული იყო. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის, 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია გაიარა 90-მა დეპუტატმა.

ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დარბაზში არ იმყოფებოდნენ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იყო, რომელმაც ის არგუმენტები წარმოადგინა, რაც მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი გახდა. მმართველი პარტიის ლიდერი ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ გამოქვეყნებულ განსხვავებულ აზრს. მომხსენებლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.

ირაკლი კობახიძის შემდეგ, პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებმა კითხვებით სალომე ზურაბიშვილსაც მიმართეს, თუმცა პრეზიდენტმა კითხვებს პასუხი არ გასცა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სხდომაზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა დაუდასტურა, რომ არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა და მას ვერ დაავალდებულებდნენ, კითხვებზე ეპასუხა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაწილი მას შემდეგ ამოიწურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ, პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო