პარლამენტში ხვალ თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
პარლამენტში ხვალ თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

პარლამენტში ხვალ თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ

8 ივნისი, 2022

erimedia_ravk/FLBHXMj7R.webp

9 ივნისის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენენ.

ბურჭულაძე თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი მოხსენებით გამოვა, რის შემდეგაც კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა გაიმართება.

“მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო