erimedia_ravk/YqWee2N4g.jpeg

"პარტენოპეის" მორიგი გამარჯვება! - სპალეტის გუნდი კვლავ იგებს

ამბები
"პარტენოპეის" მორიგი გამარჯვება! - სპალეტის გუნდი კვლავ იგებს
ამბები

"პარტენოპეის" მორიგი გამარჯვება! - სპალეტის გუნდი კვლავ იგებს

erimedia_ravk/YqWee2N4g.jpeg
27 ოქტ

იტალიურმა „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში გლაზგოს „რეინჯერსი“ 3-ბურთიანი სხვაობით (3:0) დაამარცხა და და მიჯრით მე-12 გამარჯვება იზეიმა.

ნეაპოლელთა მხრიდან ჯოვანი სიმეონემ ორი გოლი შეაგდო, ჩოლიტოს დუბლის შემდეგ კი საბოლოო ანგარიში ოსტიგარდმა დააფიქსირა. ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა, რომ ეს „ნაპოლისთვის“ პირველი მატჩი იყო მიმდინარე სეზონში, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაიარა.

მატჩის მიწურულს ლუჩანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელის თამაშში ჩართვა გადაწყვიტა, თუმცა მალევე გადაიფიქრა და მის ნაცვლად მინდორზე ალესიო ძერბინი შეუშვა. იტალიელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ეს გადაწყვეტილება ახსნა. მან ასევე გუნდის მოგებათა სერიაზეც ისაუბრა.

„მარადონას ნაპოლის რეკორდის გაუმჯობესება? ვფიქრობ, რომ დიეგო ამ ნაპოლით იამაყებდა. მინდოდა, კვარასთვის ბოლო 15 წუთი მიმეცა და ბურთის შენარჩუნებაც გვჭირდებოდა, რის გამოც დავუძახე კიდეც, რომ მოედანზე შემეყვანა, მაგრამ მერე მესამე გოლი გავიტანეთ და სკამზე დაბრუნება ვთხოვე. მან ეს კარგად მიიღო და უხმოდ დამეთანხმა. ეს აჩვენებს, რომ ყველა ფეხბურთელი გუნდის განკარგულებაშია და ფეხბურთელებისგან ასეთი ხელმისაწვდომობა ჩემს კარიერაში თითქმის არ მახსენდება“, - აღნიშნა სპალეტიმ.

„ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში 5 ტურში 15 ქულა აქვს და „ლივერპულთან“ თუ 4-ბურთიანი სხვაობით არ წააგებს, პირველ ადგილს დაიკავებს. ნეაპოლელებს ბოლო 12 თამაში მოგებული აქვთ, რაც ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო