ფასების ზრდის პიკი უკვე გადავლილია“ - ევროპა მძიმე ზამთრის მოლოდინში

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
ფასების ზრდის პიკი უკვე გადავლილია“ - ევროპა მძიმე ზამთრის მოლოდინში
ამბებიწყარო: www.bpn.ge

ფასების ზრდის პიკი უკვე გადავლილია“ - ევროპა მძიმე ზამთრის მოლოდინში

20 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/RzrUEAnVR.jpeg

„მთელი ევროპა, მთელი თავისი ევროკავშირიან და არაევროკავშირიან ქვეყნებთან ერთად, რომლებიც დაახლოებით 180 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ გაზს ყიდულობდა, რუსეთმა ჩაკეტა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპას დღეს რუსეთიდან გაზი აღარ მიეწოდება და რაც მიეწოდება, მხოლოდ გაზსაცავების შესავსებად“

„კი, ჩინეთმა დაიწყო რუსული გაზის შეძენა, მაგრამ ჩინეთში გაყიდული გაზის ფასი და ევროპაში გაყიდული გაზის ფასი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ანუ ფასს ჩინეთი კარნახობს და არა რუსეთი. ევროპას გაუჭირდება, მაგრამ რუსეთს უფრო გაუჭირდება, როდესაც ზამთარი გადაივლის და სიტუაცია დასტაბილურდება“, - განაცხადა ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ.

მისი თქმით, ნებისმიერი შეზღუდვა საბოლოოდ მოსახლეობაზე გადაივლის, იქნება ეს ინფლაციის შედეგები თუ კომუნალური გადასახადების გაძვირება. „არა მგონია, ევროპაში ფასები ამაზე მაღლა წავიდეს, ვიდრე ახლა არის, მეტი რაღა უნდა დაკეტოს? ფაქტიურად, ის მინიმუმია, რაც შეიძლება, რომ იყოს. ჩემი აზრით, ფასების ზრდის პიკი უკვე გადავლილია. თუ რუსეთი გაზის გაშვებას გადაწყვეტს, მაშინ მას მოუწევს, ფასს გადახედოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარ ითამაშებს იმ თამაშს, რასაც დღეს თამაშობს“,

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო