erimedia_ravk/S5bHwy5VR.jpeg

ფაშინიანი: მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი

ამბები
ფაშინიანი: მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი
ამბები

ფაშინიანი: მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი

erimedia_ravk/S5bHwy5VR.jpeg
19 დეკ

რვა დღეა ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანს ჩაკეტილი აქვს და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე მოქალაქეებს მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა არ აქვთ.

„რვა დღეა, ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანს ჩაკეტილი აქვს და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი. ოჯახები ბლოკადის სხვადასხვა მხარეს ხვდებიან. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე მოქალაქეები მოკლებული არიან მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებას“, - წერს ფაშინიანი.

ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხეთსა და მთიან ყარაბაღს ერთმანეთთან აკავშირებს, 12 დეკემბერს მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა ქალაქ შუშას შესასვლელთან პავილიონები აღმართეს. რუსეთის სამშვიდობო პუნქტის წინ შეკრებილი მომიტინგეების განცხადებით, რეგიონში დისლოცირებულ სამშვიდობო ძალები იმაში ადანაშაულებენ, რომ აზერბაიჯანელ ეკოლოგებს უფლებას არ აძლევენ აღდარაში სამთო საქმიანობის მონიტორინგი განახორციელონ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო