პეკინში ვითარება მშვიდია, უსაფრთხოების ზომები არ არის გამკაცრებული

ამბები/ წყარო: ria.ru
პეკინში ვითარება მშვიდია, უსაფრთხოების ზომები არ არის გამკაცრებული
ამბებიწყარო: ria.ru

პეკინში ვითარება მშვიდია, უსაფრთხოების ზომები არ არის გამკაცრებული

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/aq2U-_7VR.webp

შაბათს პეკინში ვითარება მშვიდია, ჩინეთის დედაქალაქის მოსახლეობა პარკებში სეირნობს და საყიდლებზე დადის, უსაფრთხოების ზომები არ არის გაძლიერებული, ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მანამდე ინტერნეტში გაჩნდა სრულიად დაუდასტურებელი ინფორმაცია ჩინეთში შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების და ძალაუფლების სამხედროების ხელში გადასვლის შესახებ.

ჩინეთის დედაქალაქის მაცხოვრებლები აქტიურად ემზადებიან "ოქროს კვირეულისთვის" - ხანგრძლივი შვიდდღიანი უქმეებისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან (რესპუბლიკის გამოცხადებიდან) 73 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც 1 ოქტომბერს აღინიშნება. ქვეყნის მთავარ, ტიანანმენის მოედანზე უკვე დამონტაჟდა ტრადიციული ყვავილების კომპოზიცია „ყვავილების და ხილის კალათა“, რომელიც ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს.

ფართომასშტაბიანი სადღესასწაულო ღონისძიებები, მათ შორის აღლუმი, არ იგეგმება. 30 სექტემბერს ტიანანმენის მოედანზე გაიმართება ჩინეთის ეროვნულ და რევოლუციურ ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური საზეიმო ცერემონია. ტრადიციულად მასში მონაწილეობს ქვეყნის მთელი ხელმძღვანელობა და ჩინეთის კომუნისტური პარტია.

პეკინში შესვლა და ქალაქიდან გასვლა უპრობლემოდ არის შესაძლებელი. თვითმფრინავისა და მატარებლის ბილეთების ყიდვა, ჩვეულებისამებრ, ნებისმიერი მიმართულებით ხდება, თუმცა, დღესასწაულების წინ, როგორც წესი, მათზე მაღალი მოთხოვნაა და ფასი იმატებს. ტელეარხები, საინფორმაციო სააგენტოები, გაზეთების ვებგვერდები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, სოციალური ქსელების მუშაობაში შეფერხებები არ ფიქსირდება.

ინტერნეტში ასევე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, თითქოს პეკინის აეროპორტში 6000 ფრენა გაუქმდა, თუმცა, ოფიციალური ცნობებით, დედაქალაქის ორ აეროპორტში შაბათს ჯამში მხოლოდ 921 რეისის გაუქმება დაფიქსირდა. ფრენების გაუქმება და შეფერხებები ჩინეთში რეგულარულად ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის ამინდის ფაქტორებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით. ფრენების ან მატარებლების განრიგის მასობრივი გაუქმების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო