პესკოვმა ცრუ ბრალდება უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსეთი 1 მილიონამდე ადამიანის მობილიზაციას გეგმავს

ამბები/ წყარო: tass.ru
პესკოვმა ცრუ ბრალდება უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსეთი 1 მილიონამდე ადამიანის მობილიზაციას გეგმავს
ამბებიწყარო: tass.ru

პესკოვმა ცრუ ბრალდება უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსეთი 1 მილიონამდე ადამიანის მობილიზაციას გეგმავს

22 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/eWqWjL7VR.jpeg

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში რუსეთში 1 მილიონამდე ადამიანის გაწვევა იგეგმება.

მანამდე, გამოცემამ "Новая газета. Европа" ("ახალი გაზეთი. ევროპა") განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ დადგენილების დახურული მეშვიდე პუნქტი 1 მილიონამდე ადამიანის გაწვევის შესაძლებლობას გულისხმობს.

"ეს ტყუილია", - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულებაში სულ 10 პუნქტია, აქედან მე-7 პუნქტი ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ის "სამსახურებრივი გამოყენებისთვის" არის განკუთვნილი.

გამოცემა "Новая газета. Европа"-ს მტკიცებით დადგენილების მეშვიდე პუნქტში 1 მილიონამდე ადამიანის გაწვევის შესაძლებლობაზეა საუბარი. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განმარტებით, ქვეყანაში მიმდინარე ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლები 300 ათასი ადამიანის გაწვევაა დაგეგმილი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო