ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ახალ ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ახალ ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ახალ ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

12 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/1olWpKi4g.jpeg

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ჩინეთის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საელჩოს მრჩეველი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში ჭაო ჩუანი.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

ფინანსთა მინისტრმა ახლად დანიშნულ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის გრანტით და ტექნიკური მხარდაჭერის სახით ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.

შეხვედრაზე აღინიშნა ის პროექტები, რომლებიც ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ხორციელდება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება.

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობის ეს ისტორია მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო