ფინელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ფინეთში საქართველოს საელჩოს ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს ფინეთის პოპულარული მედია საშუალებების წარმომადგენლები ეწვივნენ.
პრეს-ტურის ფარგლებში სამოგზაურო ჟურნალის Matka-ს, Alma Media -ს, Otava Media-ს და სხვა გამოცემების ჟურნალისტები თბილისს, სიღნაღს, ყვარელს, ალავერდს, წინანდალს, მცხეთას, ანანურსა და სტეფანწმინდას ესტუმრნენ. პრეს-ტურის ფარგლებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების, ქართული ღვინის, სამზარეულოს, ბუნებისა და კურორტების შესახებ სტატიები მომზადდება.
პრეს-ტურის მიზანია ფინეთიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა საქართველოში.
ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო