ფინეთის პრემიერმა წვეულების ჩანაწერის გავრცელების შემდეგ ნარკოტესტი ჩაიტარა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ფინეთის პრემიერმა წვეულების ჩანაწერის გავრცელების შემდეგ ნარკოტესტი ჩაიტარა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ფინეთის პრემიერმა წვეულების ჩანაწერის გავრცელების შემდეგ ნარკოტესტი ჩაიტარა

20 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/pTB19gW4R.webp

ფინეთის პრემიერ-მინისტრის სანა მარინის განცხადებით, მან ნარკოტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ კერძო წვეულებაზე პრემიერი ცეკვავს და სვამს.

36 წლის პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნარკოტესტი პარასკევს ჩაუტარდა და შედეგები ერთ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. მისი მტკიცებით, ნარკოტიკები არასდროს, თინეიჯერობის წლებშიც არ მიუღია.

„ჩავიტარე ტესტი ჩემი სამართლებრივი დაცვისთვის და ყოველგვარი ეჭვის გასაფანტად“, - აღნიშნა პრემიერმა.

სანა მარინის მტკიცებით, წვეულების დროს ზომიერად, მხოლოდ მსუბუქი ალკოჰოლური სასმელი დალია.

”რესტორნიდან მანქანამდე ნორმალურად მივედი და სახლში წავედი, მეორე დილით კი თავს კარგად ვგრძნობდი,” - აღნიშნა პრემიერმა.

ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად კი პრემიერმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების თანამშრომლებს მასთან ტელეფონით დაკავშირება ყოველთვის შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, 6 აგვისტოსაა გადაღებული და სადაც ჩანს, რომ პრემიერი კერძო წვეულებაზე სვამს და ცეკვავს. ვიდეოში ასევე ჩანან ცნობილი ტელე და რადიო წამყვანები, ინფლუენსერები და მომღერლები. ვიდეოს გავრცელების შემდეგ საზოგადოების ნაწილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ წვეულებაზე ნარკოტიკული საშუალებები მოიხმარეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო