პიტერ სიიარტო წუხს, რომ ის ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთადერთია, ვინც გაეროში ლავროვს შეხვდა

ამბები/ წყარო: ria.ru
პიტერ სიიარტო წუხს, რომ ის ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთადერთია, ვინც გაეროში ლავროვს შეხვდა
ამბებიწყარო: ria.ru

პიტერ სიიარტო წუხს, რომ ის ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთადერთია, ვინც გაეროში ლავროვს შეხვდა

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/ujwF6_7Vg.webp

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებიდან ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც გაერო-ს ასამბლეის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან შეხვედრა გამართა. მისი თქმით, ევროკავშირმა რუსეთთან დიალოგისთვის ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

მინისტრთა შორის მოლაპარაკებები ხუთშაბათს ნიუ-იორკში გაიმართა.

"ვწუხვარ, რომ მე ევროკავშირიდან ერთადერთი აღმოვჩნდი, ვინც მას [ლავროვს] ესაუბრა, ვინაიდან, თუ სერგეი ლავროვს უფრო მეტი ჩენი კოლეგა დაელაპარაკება, შესაძლოა, ამან ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოგვარებას. ყოველი შემთხვევისთვის, ამის რაღაც შესაძლებლობა მაინც გაჩნდება. ახლაც ვფიქრობ, რომ მოცემულ ვითარებაში ჩვენ ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა სიიარტომ.

მან ასევე დასძინა, რომ ლავროვთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. "ვინაიდან, მიმაჩნია, რომ დიალოგი და განხილვა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით შექმნილ ვითარებაში, როდესაც დაძაბულობა მატულობს და ომის ესკალაციის საშიშროება, სამწუხაროდ, რეალურია. თუ ერთმანეთს არ დაველაპარაკებით, უფრო მეტ სერიოზულ ზიანს გამოვიწვევთ", - აღნიშნა სიიარტომ.

მინისტრის თქმით, "თუ არ იქნება დიალოგი დასავლეთსა და რუსეთს - ევროპასა და რუსეთს - შორის, ყველაფერი იმაზე უარესად შეიძლება გაგრძელდეს, ვიდრე აქამდე იყო". "ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული", - დასძინა სიიარტომ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო