პიტერ სტანო - რუსეთის პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს ძალიან საშიში ბირთვული თამაში, ის ბირთვულ ელემენტს იყენებს ტერორის არსენალად, რაც მიუღებელია

ამბები/ წყარო: 1tv.ge
პიტერ სტანო - რუსეთის პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს ძალიან საშიში ბირთვული თამაში, ის ბირთვულ ელემენტს იყენებს ტერორის არსენალად, რაც მიუღებელია
ამბებიწყარო: 1tv.ge

პიტერ სტანო - რუსეთის პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს ძალიან საშიში ბირთვული თამაში, ის ბირთვულ ელემენტს იყენებს ტერორის არსენალად, რაც მიუღებელია

21 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/Bo6wza7Vg.jpeg

რუსეთის პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს თავისი ძალიან საშიში ბირთვული თამაში, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განახორციელოს პუტინზე ზემოქმედება, რათა მან შეწყვიტოს ასეთი უგუნური საქციელი.

„პუტინი ბირთვულ თამაშს თამაშობს. ის ბირთვულ ელემენტს იყენებს ტერორის არსენალად, ეს მიუღებელია. ვფიქრობ, ეს ნათლად აჩვენებს ყველა მის განზრახვას, თუ რამდენად შორს შეუძლია მას წასვლა, რათა გააგრძელოს ეს უკანონო და გაუმართლებული ინტერვენცია, აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს უკრაინაში ოკუპირებულ რეგიონებში „ყალბ, უკანონო რეფერენდუმებს“.

„პრეზიდენტ პუტინის გამოსვლა და მისი განცხადებები ე.წ. რეფერენდუმებისა და ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ მორიგი დადასტურებაა, რომ პუტინის ინტერესში არ შედის მშვიდობა. ის დაინტერესებულია თავისი აგრესიული ომის ესკალაციით. ეს ასევე მისი სასოწარკვეთილების მორიგი ნიშანია“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

ავტორი - ქეთი ჩოხელი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო