erimedia_ravk/AT-99e64g.jpeg

პოდოლიაკი ნატოს წარმომადგენლის განცხადებაზე - უკრაინის ტერიტორიის ნატოს ქოლგის ქვეშ ყოფნაზე გაცვლა? ეს სასაცილოა

ამბები
პოდოლიაკი ნატოს წარმომადგენლის განცხადებაზე - უკრაინის ტერიტორიის ნატოს ქოლგის ქვეშ ყოფნაზე გაცვლა? ეს სასაცილოა
ამბები

პოდოლიაკი ნატოს წარმომადგენლის განცხადებაზე - უკრაინის ტერიტორიის ნატოს ქოლგის ქვეშ ყოფნაზე გაცვლა? ეს სასაცილოა

erimedia_ravk/AT-99e64g.jpeg
15 აგვ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა მწვავედ გააკრიტიკა ნატოს წარმომადგენლის განცხადება, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეიძლება მოიპოვოს.

მანამდე ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება შეიძლება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს უკრაინაში ომის დასრულების ნაწილი შეიძლება იყოს.

„ტერიტორიის ნატოს ქოლგის ქვეშ ყოფნაზე გაცვლა? ეს სასაცილოა. ეს ნიშნავს დემოკრატიის დამარცხების გააზრებულ არჩევას, გლობალური დანაშაულის წახალისებას, რუსეთის რეჟიმის შენარჩუნებას, საერთაშორისო სამართლის განადგურებასა და ომის სხვა თაობებისთვის გადაცემას“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, თუ პუტინი არ განიცდის გამანადგურებელ მარცხს, არ შეიცვლება პოლიტიკური რეჟიმი რუსეთში და არ დაისჯებიან ომის დამნაშავეები, ომი აუცილებლად დაბრუნდება რუსეთის უფრო დიდ მადასთან ერთად.

„პუტინის ტრიუმფი არ მოუტანს მშვიდობას მსოფლიოს, არამედ მოუტანს სირცხვილსა და ომს. ეს ეხება „ევროპის ახალი დაყოფის“ ნებისმიერ ფორმატს: მათ შორის ნატოს ქოლგის ქვეშ. მაშინ რატომ არის საჭირო რუსეთისთვის სასურველი გაყინვის სცენარის შემოთავაზება იარაღის მიწოდების დაჩქარების ნაცვლად? მკვლელები არ უნდა წაახალისონ შემზარავი ინდულგენციებით“, - დასძინა პოდოლიაკმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო