erimedia_ravk/VRIrrNI4R.jpeg

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები ამოიღო

ამბები
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები ამოიღო
ამბები

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები ამოიღო

erimedia_ravk/VRIrrNI4R.jpeg
12 ოქტ

პოლიციამ სხვადასხვა დროს, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და აჭარაში 5 პირი დააკავა. დაკავებულებისგან სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

თბილისში წარსულში ნასამართლევი პირი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ქვემო ქართლის პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 11 ვაზნა ამოიღო.

გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

ამავე ბრალდებით დააკავეს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: „აკ 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 100 ვაზნა, 3 მჭიდი, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“, ასევე, „მარიხუანა“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ამასთან, აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ აღნიშნული დანაშაულისთვის ერთი პირი ხელვაჩაურში დააკავა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსის შემოწმების შედეგად, რევოლვერები, 12 ვაზნა და ცეცხლსასროლი იარაღის დეტალები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 214-ე, 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო