erimedia_ravk/Wt4v6wGIR.jpeg

„პოლიტიკო“ - ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანი უახლოეს კვირებში სომხეთში შეიჭრას, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიაზე პრეტენზია არ აქვს

ამბები
„პოლიტიკო“ - ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანი უახლოეს კვირებში სომხეთში შეიჭრას, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიაზე პრეტენზია არ აქვს
ამბები

„პოლიტიკო“ - ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანი უახლოეს კვირებში სომხეთში შეიჭრას, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიაზე პრეტენზია არ აქვს

erimedia_ravk/Wt4v6wGIR.jpeg
14 ოქტ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გასულ კვირას კანონმდებელთა მცირე ჯგუფს განუცხადა, რომ დეპარტამენტი თვალს ადევნებს აზერბაიჯანის სომხეთში შეჭრის შესაძლებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კანონმდებლებსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი 3 ოქტომბერს შედგა, რა დროსაც კანონმდებლებმა ბლინკენს, სექტემბერში მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის მოქმედებების საპასუხოდ, ალიევის წინააღმდეგ შესაძლო ზომების შესახებ პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს. წყაროს ინფორმაციით, თავის მხრივ, სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ეძებს გზებს, რათა აზერბაიჯანს პასუხისმგებლობა დააკისროს და არ აპირებს განაახლოს შეთანხმება, რომელიც აშშ-ის ბაქოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ენტონი ბლინკენის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ აზერბაიჯანი სამხრეთ სომხეთში უახლოეს კვირებში შეიჭრას.

ამასთან, ბლინკენმა ნდობა გამოუცადა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონმდებლებსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით დარეგულირებას.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა უარყო, რომ აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიაზე რამე პრეტენზია აქვს. მან აღნიშნა, რომ კონფლიქტის რისკი დაბალია, რადგან მისი თქმით, ბოლო ორი კვირა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე მშვიდი იყო. ჰაჯიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა აღადგინა ის, რაც სამართლებრივად, ისტორიულად და მორალურად მისი იყო და არ აპირეს დე იურე სომხურ ტერიტორიაზე შეჭრას.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო