„პოლიტიკო“ - ევროკავშირი მედიასთან დაკავშირებით ახალი კანონის მიღებას გეგმავს, ბეჭდური პრესისგან განსხვავებით, მედიათავისუფლების ასოციაციები და მაუწყებლები დიდწილად მიესალმნენ ინიციატივას

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„პოლიტიკო“ - ევროკავშირი მედიასთან დაკავშირებით ახალი კანონის მიღებას გეგმავს, ბეჭდური პრესისგან განსხვავებით, მედიათავისუფლების ასოციაციები და მაუწყებლები დიდწილად მიესალმნენ ინიციატივას
ამბებიწყარო: 1tv.ge

„პოლიტიკო“ - ევროკავშირი მედიასთან დაკავშირებით ახალი კანონის მიღებას გეგმავს, ბეჭდური პრესისგან განსხვავებით, მედიათავისუფლების ასოციაციები და მაუწყებლები დიდწილად მიესალმნენ ინიციატივას

21 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/mB6KWan4g.jpeg

ევროკავშირი მედიის თავისუფლების დასაცავად ახალი კანონის მიღებას გეგმავს, თუმცა ბეჭდური პრესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ინიციატივას საწინააღმდეგო ეფექტი ექნება. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

„მედიის თავისუფლების ევროპული აქტი“ მიზნად ისახავს მედიასაშუალებების რედაქციების დაცვას მედიამაგნატების ჩარევისაგან. კანონი შეზღუდავს დიდი მედიაკონგლომერატების ჩამოყალიბებას.

ევროკავშირის საკანონმდებლო ინიციატივა გააფართოებს მედიის მარეგულირებელი ორგანოების უფლებამოსილებას და მათ შეეძლებათ, მედიაკომპანიების გაერთიანება დაბლოკონ. ასევე, მედიასაშუალებები ვალდებულნი იქნებიან, გაასაჯაროონ მათი მფლობელების ვინაობა.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისიის ინიციატივაზე იმ ფონზე დაიწყო მუშაობა, როდესაც ბრიუსელში შეშფოთებულები არიან უნგრეთსა და პოლონეთში ხელისუფლების მხრიდან მედიაზე კონტროლის დამყარების მცდელობისა და კანონის უზენაესობის პრინციპზე თავდასხმის გამო. თუმცა, როგორც „პოლიტიკო“ წერს, პრობლემა უფრო ფართოა, რადგან ჟურნალისტებს რთულ პირობებში და მთავრობის მხრიდან ზეწოლის ქვეშ მუშაობა უწევთ ასევე საბერძნეთში, სლოვენიასა და მალტაშიც.

როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ პრესკონფერენციაზე თქვა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკის დასაცავად კანონის მიღების ინიციატივით გამოდის.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროპაში რადიოსადგურებისა და ტელევიზიებისგან განსხვავებით, რომლებსაც დამოუკიდებელი მარგულირებლები ზედამხედველობენ, ბეჭდური პრესა ძირითადად თვითრეგულირების მექანიზმებს იყენებს, როგორიცაა ეთიკის კოდექსი, მედიასაბჭო ან მედიაომბუდსმენი. ამის გამო, ევროკავშირის ინიციატივა ბეჭდური პრესის გამომცემლებისთვის მიუღებელია. მათი მტკიცებით, ახალი ინიციატივა უფლებას აძლევს მარეგულირებელ ორგანოებს, ჩაერიონ მედიის თავისუფლებაში, ხოლო რედაქტორები მოწყვეტილები არიან საკუთარ გამოცემებს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს საერთო ევროპული მედიამარეგულირებელი ჯგუფის ჩამოყალიბებას, რაც ასევე გახდა მედიასაშუალებების წარმომადგენელთა კრიტიკის საგანი. ევროკომისიაში მედიამენეჯერების არგუმენტებს არ ეთანხმებიან.

„მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაარეგულიროს მედიალანდშაფტი ევროპაში. ჩვენ გვაქვს შემდეგი გზავნილი – ჩვენ გვჭირდება კარგი წესები“, – განაცხადა ევროკომისარმა ვერა იუროვამ.

ევროკომისიაში ამტკიცებენ, რომ მედიის შესახებ ახალი კანონი მედიასაშუალებების დაცვას ისახავს მიზნად და ბრიუსელი მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ბეჭდური პრესისგან განსხვავებით, ჟურნალისტებისა და მედიათავისუფლების ასოციაციები, ისევე როგორ მაუწყებლები, დიდწილად მიესალმნენ ევროკომისიის ინიციატივას. მათ შორის არის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და ჟურნალისტების ევროპული ფედერაციაც. მათი თქმით, ახალი კანონი დაიცავს მედიას არასაჭირო პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი ნოელ კურანი ევროკომისიის გეგმას მიესალმა. მისი თქმით, ეს კანონი ხელს შეუწყობს მედიასექტორის დაცვას არსებული საფრთხეებისგან და დაიცავს კანონის უზენაესობას.

ევროკომისიის ინიციატივა დამტკიცებამდე ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილონ.

ავტორი - ლევან ახალაია

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო