erimedia_ravk/5BFSs4ESR.jpeg

„პოლიტიკო“ - ინგლისში სკოლებს მისცეს დირექტივა, ბავშვებს გენდერული იდენტობის საკითხები არ ასწავლონ

ამბები
„პოლიტიკო“ - ინგლისში სკოლებს მისცეს დირექტივა, ბავშვებს გენდერული იდენტობის საკითხები არ ასწავლონ
ამბები

„პოლიტიკო“ - ინგლისში სკოლებს მისცეს დირექტივა, ბავშვებს გენდერული იდენტობის საკითხები არ ასწავლონ

erimedia_ravk/5BFSs4ESR.jpeg
17 მაი

ინგლისში სკოლებს მისცეს დირექტივა, ბავშვებს გენდერული იდენტობის საკითხები არ ასწავლონ, – „პოლიტიკოს“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შემუშავებული გაიდლაინის პროექტში.

დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, ინგლისში პედაგოგებს მოუწოდებენ, არ ასწავლონ „გენდერული იდენტობის კონცეფცია“.

„მნიშვნელოვანია, სკოლებს ჰქონდეთ ფრთხილი მიდგომა ამ მგრძნობიარე საკითხის სწავლებასთან დაკავშირებით და არ გამოიყენონ მასალა, რომელიც სადავო შეხედულებებს ფაქტად წარმოაჩენს. მათ შორის, ეს ეხება გენდერის სპექტრთან დაკავშირებით არსებულ შეხედულებას“, – ნათქვამია დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში.

ახალი გაიდლაინი ცხრაკვირიანი კონსულტაციის შემდეგ უნდა იყოს მიღებული. ახალ წესებში, შესაძლოა, სკოლებს ასევე აუკრძალონ ცხრა წლამდე ბავშვებისთვის სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებული მასალის გაცნობა. ახალ წესებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ დიდი ბრიტანეთის განათლების მინისტრმა, ჯილიან კიგანმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ „სექსუალური და ჯანმრთელობის საკითხების სწავლების საფუძველი ბიოლოგიური სქესია და არა გენდერთან დაკავშირებით არსებული სადავო შეხედულებები“.

კიგანის თქმით, როგორც მას აქვს ინფორმაცია, ზოგიერთ მოწაფეს ასწავლიან, რომ, შესაძლოა, არსებობდეს 72 გენდერი.

„არსებობს არაერთი სტატია. ასევე, მშობლების ნაწილი ამბობს, რომ ამ საკითხზე მასალასთან წვდომა ვერ მოიპოვეს და ჩვენ ვნახეთ ლობისტური ჯგუფების მასალები, რომლებიც, ზოგიერთი ადამიანის მტკიცებით, სკოლებში ნახეს. სხვები ამბობენ, რომ ასეთი მასალა არ უნახავთ სკოლებში“, – აღნიშნა კიგანმა.

„პოლიტიკო“ წერს, რომ ბრიტანეთის კონსერვატიული მთავრობა სულ უფრო ხშირად ერევა გენდერის საკითხებზე არსებულ დებატებში.

მანამდე ხელისუფლებამ დაავალა ინგლისის სკოლებს, შეატყობინოს მშობლებს, თუ მათ შვილებს გენდერის შეცვლა სურთ. თანასწორობის საკითხებში მინისტრმა, კემი ბედენოჩმა ასევე დააანონსა კანონი, რომლის თანახმადაც, ახალ რესტორნებში, ოფისებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში ქალებისა და მამაკაცების საპირფარეშოები განცალკევებით უნდა მოეწყოს. ეს ნაბიჯი „გენდერულად ნეიტრალური“ საპირფარეშოების პრაქტიკის წინააღმდეგაა მიმართული.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო