erimedia_ravk/d_cvM7mIR.jpeg

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში 19 სექტემბერს გაიხსნება

ამბები
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში 19 სექტემბერს გაიხსნება
ამბები

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში 19 სექტემბერს გაიხსნება

erimedia_ravk/d_cvM7mIR.jpeg
11 სექ

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში 19 სექტემბერს გაიხსნება. ფესტივალის პირველი მონაწილეები უკვე თბილისში არიან. იტალიური ანსამბლის „დ’ალტროკანტო დუოს“ წევრები გუშინ ჩამოვიდნენ. იტალია ერთ-ერთია იმ ხუთი ევროპული ქვეყნიდან, რომლის ფოლკლორულ ანსამბლებს საერთაშორისო ფესტივალი 18-22 სექტემბერს თბილისსა და ახალციხეში უმასპინძლებს. ინფორმაციას ფოლკლორის ცენტრი ავრცელებს.

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველო უკვე მეოთხედ იმართება. ევროპის ხუთი ქვეყნის იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის წარმომადგენელი ფოლკლორული ანსამბლები საქართველოში კონცერტებს გამართავენ.

მოწვეული ანსამბლების უმრავლესობას სახელწოდებაც ქართული აქვთ და მრავალხმიან ქართულ ხალხურ სიმღერებს წლებია, სწავლობენ და ასრულებენ. ანსამბლი „მასპინძელი“ დიდი ბრიტანეთიდან, „დ’ალტროკანტო დუო“ იტალიიდან, „მეზობლები“ ბელგიიდან, „ტევრი“ ფინეთიდან და „საქართველო“ ნიდერლანდებიდან სამ კონცერტს გამართავს.

სტუმრები სამცხე- ჯავახეთში სამ დღეს დარჩებიან და ადგილობრივ ფოლკლორს, არქიტექტურას და კულინარიას გაიცნობენ. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი გალა -კონცერტი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. მონაწილეები მესხეთში შესწავლილ ქართულ ხალხურ სიმღერას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სცენაზე ერთობლივად შეასრულებენ. საერთაშორისო ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ქართული ანსამბლები: „ბასიანი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ადილეი“, „მარგალიტი“, „შილდა“, „მესხეთი“ და „ლალხორი“.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა
ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები სანქციების დაწესებას განიხილავენ
საფრანგეთი მხარს უჭერს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერისა და „ჰამასის“ ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ
Სარეკლამო
„პოლიტიკო“ - საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს
ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურმა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების ბრძანება გასცა
ალექსანდრ ლიტვინენკო - უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, ამიტომ მომზადდა ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა
ირაკლი კობახიძე - საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო
მეტის ჩვენება
Სარეკლამო