პოლონეთი თავდაცვას აძლიერებს
27 ივლისი, 2022
პოლონეთი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აგრძელებს. პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა სამხრეთ კორეასთან ახალ კონტაქტს მოაწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც დამატებითი საბრძოლო საშუალებების შეძენა იგეგმება. მათ შორის FA-50 ტიპის მსუბუქი გამანადგურებლების, K2 ტანკებისა და K9 თვითმავალი ჰაუბიცების.
ტანკების შეკვეთა დაყოფილია ორ ეტაპად. ჯერ პოლონეთი შეიძენს 180, შემდეგ კი კიდევ 800 ტანკს. აღსანიშნავია, რომ პოლონელები 2026 წელს კორეელებთან ერთად ამ ტანკებს პოლონეთში აწარმოებენ.
2024 წლამდე პოლონეთი ასევე შეისყიდის 600-ზე მეტ ჰაუბიცას სამხრეთ კორეისგან, 2026 წლიდან კი მისი წარმოება პოლონეთშიც იგეგმება.
გარდა ამისა, პოლონეთი იყიდის 48 საბრძოლო თვითმფრინავს. მათ სურთ საბჭოთა თვითმფრინავების ახლით ჩანაცვლება.
ცოტა ხნის წინ, პოლონელებმა უკრაინას PT-91 Twardy ტიპის ტანკები გადასცეს.
მანამდე პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი T-72 ტანკი მიაწოდა. ამასთან, პოლონეთმა დაახლოებით 500 ამერიკული "ჰაიმარსის" შეძენა გადაწყვიტა. ასევე პოლონეთში, მთავარი საჰაერო თავდაცვის სისტემა ამერიკული პატრიოტი იქნება.